„ეგ არ ქნა!“ ცნობილი თანამედროვე ისრაელელი მწერლის, ეთგარ კერეთის მოთხრობების მორიგი, უახლესი კრებულია, რომელიც კრიტიკოსებმა უკვე აღიარეს ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად. კრებულში მკითხველს, რომელმაც უკვე შეიყვარა კერეთის გამორჩეული ხელწერა, ახალი, სასაცილო და, ამავდროულად, სევდიანი ისტორიები ელის. მოთხრობებში ავტორი დამახასიათებელი, სლენგით მდიდარი ენით, იუმორითა და სარკაზმით გვიამბობს უბრალო ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას და კვლავ ოსტატურად ახერხებს თითქოსდა არაფრით გამორჩეული ისტორიების განსაკუთრებულად წარმოჩენას. პერსონაჟები და მათი შინაგანი ბუნება ყველაზე მოკლე მოთხრობაშიც კი საოცარი სიზუსტითა და ჰუმანურობითაა დახატული, რაც მათ მიმართ თანაგრძნობას გვიჩენს. მწერალი ისევ რეალობისა და სიურრეალიზმის ზღვარზე დაგვატარებს – ყოველი ამბავი ერთდროულად ჩვეულებრივი და უჩვეულოა, გვაოცებს სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით, საბოლოოდ კი სევდანარევი სიამოვნების უჩვეულო განცდას გვიტოვებს.
- ეგ არ ქნა!
- ყვავილი
- ბოლოსწინა ჯერი ჩემი ზარბაზნიდან გასროლისა
- ტოდი
- ტაბულა რასა
- ავტოკონცენტრატი
- ღამით
- ფანჯრები
- სალარო
- GooDeed
- ნამცეცების ნამცხვარი
- მამით კურდღელი
- ყინულის ხვლიკი
- ღვთიური გონება
- იად ვაშემი
- 365 დაბადების დღე
- ალერგიები
- სოკო
- ბურბუშელა
- სახლი
- „ფაინეფელ ქრაშ“
- გაყრის ევოლუცია