კალათა

დეტალურად

ფრანც კაფკას (1883-1924), ყველაზე იდუმალ გენიოსს XX საუკუნის ლიტერატურის ნოვატორთა შორის, უამრავ კითხვაზე სურდა პასუხის პოვნა: არსებობს კი საზღვარი სინამდვილესა და წარმოსახვას შორის? როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა, თუ ის საზოგადოებრივი წესრიგის დამთრგუნველ ბუნებას გააცნობიერებს? სად მიგვიყვანს საკუთარი თავისგან გაქცევის ნებისმიერი ცდა? როგორ განსაზღვრავს კაცობრიობის ტოტალურ გაუცხოებასა თუ მარტოობას ჩვენივე დაუძლეველი შიშები? ალბათ სწორედ ამიტომ კაფკას გმირების ყოველდღიურ, უინტერესო ყოფაში იჭრება მისტიკური ფანტასტიკა, აბსურდული და საშიში სიზმრის მოდელი... ფარული პარადოქსების ასახვის დიდოსტატის, კაფკას სამყაროში „სიცრუე ქვეყნის წესრიგად ქცეულა“ და დაბნეული ადამიანი უზენაესი ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზას ვერ აგნებს... კაფკას მეგობარმა, მაქს ბროდმა მწერლის ანდერძი არ შეასრულა („უსაყვარლესო მაქს, ყველაფერი... დაწვი სრულად და წაუკითხავად“), ბევრი იღვაწა, რომ მისი დანატოვარი ყოველი სტრიქონი გამოექვეყნებინა და კაცობრიობას მარადიული საჩუქარი უძღვნა: სიცოცხლეში კაფკას მხოლოდ მკითხველთა ვიწრო წრე იცნობდა, საუკუნის შემდეგ კი მისი შემოქმედების შესახებ ლიტერატურული, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური თუ ლინგვისტური კვლევები კვლავაც არ წყდება. მართალია, კაფკას ქართველი მკითხველი კარგად იცნობს, მაგრამ მოთხრობების სრული კრებული (მათ შორისაა დღემდე უთარგმნელი რამდენიმე ნაწარმოებიც) ქართულად პირველად ქვეყნდება.
  • I. ავტორის მიერ გამოქვეყნებული მოთხრობები
    • დაკვირვება
      • ბავშვები თემშარაზე
      • თაღლითის მხილება
      • ნაუცბათევი გასეირნება
      • გადაწყვეტილებანი
      • გასეირნება მთებში
      • ბერბიჭას სევდა
      • ვაჭარი
      • გაფანტული მზერა
      • გზა შინისაკენ
      • გვერდით რომ ჩაგვირბენენ
      • მგზავრი
      • კაბები
      • უარი
      • მხედრებს განსჯისათვის
      • ფანჯარა ქუჩისკენ
      • ინდიელობის სურვილი
      • ხეები
      • მელანქოლია
    • განაჩენი
    • სახეცვალება
      • I
      • II
      • III
    • დამსჯელ კოლონიაში
    • სოფლის ექიმი
      • ახალი ადვოკატი
      • სოფლის ექიმი
      • ქანდარაზე
      • ძველი ეტრატი
      • კანონის წინაშე
      • ტურები და არაბები
      • სტუმრობა მაღაროში
      • მეზობელი სოფელი
      • იმპერატორის გზავნილი
      • ოჯახის თავის საფიქრალი
      • თერთმეტი ვაჟიშვილი
      • ძმათამკვლელობა
      • სიზმარი
      • მოხსენებითი ბარათი აკადემიას
    • შიმშილის ხელოვნება
      • პირველი დარდი
      • პატარა ქალი
      • შიმშილის ხელოვნება
      • მომღერალი იოზეფინე ანუ სათაგვეთი
    • II. სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მოთხრობები, რომლებიც კაფკას წიგნებში არ შეუტანია
      • საუბარი მლოცველთან
        • საუბარი მთვრალთან
      • დიდი ხმაური
      • სათლის მხედარი
    • III. გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებული მოთხრობები
      • ერთი ბრძოლის აღწერა
        • I
        • II. თავშესაქცევები ანუ საბუთი იმისა, რომ ცხოვრება შეუძლებელია
        • III
      • საქორწინო სამზადისი სოფლად
        • I
        • II
      • სოფლის მასწავლებელი
      • ხანდაზმული ბერბიჭა ბლუმფელდი
      • ხიდი
      • მონადირე გრაკქუსი
      • ჩინეთის კედლის მშენებლობაზე
      • კაკუნი ალაყაფის კარზე
      • მეზობელი
      • ნაჯვარი
      • ყოველდღიური გაწამაწია
      • სიმართლე სანჩო პანსაზე
      • სირინოზთა დუმილი
      • პრომეთე
      • ქალაქის გერბი
      • პოსეიდონი
      • სამეგობრო
      • ღამით
      • უარი შუამდგომლობაზე
      • კანონთა საკითხისათვის
      • ლაშქრის შეკრება
      • გამოცდა
      • ძერა
      • მესაჭე
      • ბზრიალა
      • პატარა იგავი
      • შინ დაბრუნება
      • გამგზავრება
      • დამცველები
      • ერთი ძაღლის კვლევა-ძიება
      • ცოლ-ქმარი
      • იმედი ნუ გექნება!
      • იგავების შესახებ
      • ბუნაგი
      • გვირაბში
      • ახალი სანათურები
      • მოწოდება
      • არამზადების საძმო
      • ჩვენს სინაგოგაში
    • სქოლიო