გასული საუკუნის 40-იანი წლები, ფაშიზმის ზეობის ხანა. ნაცისტები ზედიზედ იპყრობენ ევროპას, უკვე პარიზშიც შევიდნენ და გერმანელები ზეიმობენ – მათი ფიურერი უძლეველია, ის დღენიადაგ თავის ხალხზე ფიქრობს, იმ დღეზე ოცნებობს, როცა არიელები მსოფლიოზე გაბატონდებიან. ჯერი ახლა ინგლისზეა და მასაც მოუვლის. აი, ასეთ დროს ერთი უბრალო მუშის ჩუმი ამბოხი მოსვენებას დაუკარგავს მესამე რაიხის დიდჩინოსნებს. ვინ არის ეს თავხედი, რომ დადის და აღმაშფოთებელი მოწოდებებით აჭრელებულ ღია ბარათებს ავრცელებს?! შეშლილია თუ მავნებელი?! ოტო კვანგელმა ერთადერთი ვაჟი დაკარგა ნაცისტების წამოწყებულ ამ სასტიკ ომში და ცოლთან ერთად ომი გამოუცხადა ნაციზმს, მაგრამ მის თანამემამულეებს დახშული აქვთ ყური და დაბრმავებული აქვთ თვალები... ჯერჯერობით. ჰანს ფალადას კვანგელების ისტორია არ გამოუგონებია – ის ღია ბარათები გესტაპოს არქივშია შემონახული.
- წინათქმა
- ნაწილი I. კვანგელები
- 1. ფოსტას ცუდი ამბავი მოაქვს
- 2. რა თქვა ბალდურ პერზიკემ
- 3. კაცი, გვარად ბორკჰაუზენი
- 4. ტრუდელ ბაუმანი საიდუმლოს ამჟღავნებს
- 5. ენო კლუგე შინ ბრუნდება
- 6. ოტო კვანგელი უარს ამბობს თანამდებობაზე
- 7. ძარცვა ღამით
- 8. მცირე მოულოდნელობანი
- 9. ღამის საუბარი კვანგელების ოჯახში
- 10. რა მოხდა ოთხშაბათ დილით
- 11. ჯერ ისევ ოთხშაბათი იყო
- 12. ენო და ემილი გადატანილი ფათერაკის შემდეგ
- 13. გამარჯვების ზეიმი „ელიზიუმში“
- 14. შაბათი: მღელვარება კვანგელებთან
- 15. ენო კლუგე კვლავ მუშაობას იწყებს
- 16. ქალბატონი როზენტალის აღსასრული
- 17. პირველი ღია ბარათი დაწერილია
- 18. პირველი ღია ბარათი დაგდებულია
- ნაწილი II. გესტაპო
- 19. ღია ბარათების გზა
- 20. ნახევარი წლის შემდეგ: კვანგელები
- 21. ნახევარი წლის შემდეგ: კომისარი ეშერიჰი
- 22. ნახევარი წლის შემდეგ: ენო კლუგე
- 23. დაკითხვა
- 24. კომისარი ეშერიჰი ფუძის ანგელოზის საქმეზე მუშაობს
- 25. ქალბატონი ჰეტეს გადაწყვეტილება
- 26. შიში და ძრწოლა
- 27. ემილ ბორკჰაუზენი საჭირო კაცი ხდება
- 28. პატარა მარჯვე შანტაჟი
- 29. ენოს გაძევება
- 30. ემილ ბორკჰაუზენი და მისი ვაჟი
- 31. სტუმრობა ფროილაინ ანა შონლაინთან
- 32. ეშერიჰი და კლუგე სასეირნოდ მიდიან
- ნაწილი III. თამაში კვანგელების წინააღმდეგ შეტრიალდა
- 33. ტრუდელ ჰერგეზელი
- 34. კარლ ჰერგეზელი და გრიგოლაიტი
- 35. პირველი გაფრთხილება
- 36. კომისარ ეშერიჰის ჩაფლავება
- 37. მეორე გაფრთხილება
- 38. მესამე გაფრთხილება
- 39. ბატონი კრიმინალისტ-მრჩეველი ცოტი
- 40. ოტო კვანგელი ეჭვმა შეიპყრო
- 41. ძველი ნაციონალ-სოციალისტი პერზიკე
- 42. ბორკჰაუზენი მესამედ წამოეგო ანკესზე
- 43. ინტერლუდია: სოფლური იდილია
- 44. კრიმინალისტ-მრჩეველ ცოტის ჩაფლავება
- 45. კომისარი ეშერიჰი კვლავ თავისუფალია
- 46. საბედისწერო ორშაბათი
- 47. ორშაბათი, კომისარ ეშერიჰის დღე
- 48. ანა კვანგელის დაპატიმრება
- 49. საუბარი ოტო კვანგელთან
- 50. ეშერიჰის სიკვდილი
- ნაწილი IV. აღსასრული
- 51. ანა კვანგელი დაკითხვაზე
- 52. დანაღვლიანებული ჰერგეზელები
- 53. ოტო კვანგელის უმძიმესი ტვირთი
- 54. ანა კვანგელი და ტრუდელ ჰერგეზელი
- 55. ბალდურ პერზიკეს სტუმრობა
- 56. ოტო კვანგელის საკნის ახალი მდგმური
- 57. ცხოვრება საკანში
- 58. კეთილი პასტორი
- 59. ტრუდელ ჰერგეზელი – ქალიშვილობაში ბაუმანი
- 60. მთავარი სამსჯავრო: ხელახალი შეხვედრა
- 61. მთავარი სამსჯავრო: თავმჯდომარე ფაიზლერი
- 62. მთავარი სამსჯავრო: პროკურორი პინჩერი
- 63. მთავარი სამსჯავრო: მოწმე ულრიჰ ჰეფკე
- 64. მთავარი სამსჯავრო: ვექილი
- 65. მთავარი სამსჯავრო: განაჩენი
- 66. სიკვდილმისჯილთა სახლი
- 67. შეწყალების თხოვნა
- 68. ანა კვანგელის უმძიმესი გადაწყვეტილება
- 69. შენი ჯერიც დადგა, კვანგელ!
- 70. უკანასკნელი გზა
- 71. ანა კვანგელის ხილვები
- 72. ყმაწვილი