შარლ ფერდინან რამიუ შვეიცარიელი ფრანგულენოვანი მწერალი და პოეტია. იგი არის ოცდაორი რომანის, ასევე ესეებისა და პოეზიის კრებულების ავტორი, რამდენიმე ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. მისი თითქმის ყველა რომანის მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმები. შარლ ფერდინან რამიუ შვეიცარიული ლიტერატურის უძლიერეს კლასიკოსადაა მიჩნეული. მისი პორტრეტი გამოსახულია შვეიცარიის ეროვნული ბანკის 200 ფრანკიან ბანკნოტზე. მწერლის ყველაზე ცნობილი რომანებია „ძრწოლა მთაში” და „დერბორანსი”. ეს უკანასკნელი ემყარება ისტორიულ ფაქტს: 1714 წლის 23 სექტემბერს, შვეიცარიის ალპების მასივში, სახელწოდებით დიაბლერები, მთა მოწყდა. ამას დიდი მსხვერპლი მოჰყვა, მაგრამ დარჩა ლეგენდა მთის ქვეშ მოყოლილ ახალგაზრდა მწყემსზე, რომელიც უკან ბრუნდება და, სანამ ცხოვრებაში თავის ადგილს ისევ დაიმკვიდრებს, იძულებულია დაამტკიცოს, რომ მოჩვენება არ არის. „დერბორანსი” მწერლის შედევრად ითვლება.
- ნაწილი პირველი
- ნაწილი მეორე
- I
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII
- IX
- X