კალათა

დეტალურად

ედუარდ მორგან ფორსტერი ინგლისური კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. სხვადასხვა ავტორიტეტულმა გამოცემებმა მისი საკულტო ნაწარმოები, „ოთახი ხედით“ მე-20 საუკუნის საუკეთესო რომანებს შორის დაასახელეს. „ოთახი ხედით“ მეოცე საუკუნის დასაწყისის ბრიტანული საზოგადოების ერთგვარი კრიტიკაა; საზოგადოებისა, რომელიც შებოჭილია დრომოჭმული ტრადიციებით, მოძველებული შეხედულებებით და ამის გამო მისი წევრები იძულებულნი არიან, დათრგუნონ თავიანთი ჭეშმარიტი გრძნობები და ვნებები; იმოქმედონ ისე, როგორც გარშემომყოფთ მიაჩნიათ მართებულად. განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ქალები არიან, რადგან მათგან მოითხოვენ მუზობას, კდემამოსილებას, ოჯახის დედობას, უშფოთველ ცხოვრებას და არავითარ შემთხვევაში – გაბედულ ნაბიჯებს. მათგან მხოლოდ განსაკუთრებით მამაცებს ჰყოფნით ძალა, თავიანთ გულის კარნახს მიჰყვნენ. რომანტიკული ფლორენცია, გაზაფხულის პირი, იებით მოფენილი ბორცვები, რენესანსის ეპოქის ხელოვნების ნიმუშები და პანსიონატი „ბერტოლინი“, სადაც კომედიის მუზის ახირებით თავს იყრის ერთმანეთისგან განსხვავებულ ინგლისელ ტურისტთა ჯგუფი და მათი ცხოვრება სამუდამოდ უკავშირდება ერთმანეთს. ლიუსი ჰანიჩერჩსა და ჯორჯ ემერსონს შორის ჩაისახება გრძნობა, რომელსაც ახალგაზრდები ჯერ სახელს ვერ არქმევენ, მაგრამ ამ ჩანასახის განვითარებას ბევრი დაბრკოლება ხვდება წინ მიღებული ქცევის წესების, ეტიკეტისა და მართებულობის სახით.
  • ნაწილი პირველი
    • I. პანსიონატი „ბერტოლინი“
    • II. სანტა კროჩეში ბედეკერის გზამკვლევის გარეშე
    • III. მუსიკა, იები და ასო „ს“
    • IV. მეოთხე თავი
    • V. ქალაქგარეთ სასიამოვნო გასეირნების პერსპექტივა
    • VI. ღირსი ართურ ბიბი, ღირსი ქათბერტ იგერი, მისტერ ემერსონი, მისტერ ჯორჯ ემერსონი, მის ელენორ ლევიში, მის შარლოტ ბარტლეტი და მის ლიუსი ჰანიჩერჩი ეტლით მიემგზავრებიან ქალაქის შემოგარენის დასათვალიერებლად; ეკიპაჟს მართავენ იტალიელები
    • VII. ისინი ბრუნდებიან
  • ნაწილი მეორე
    • VIII. თაყვანისმცემელი შუა საუკუნეების ეპოქიდან
    • IX. ლიუსი, როგორც ხელოვნების ნიმუში
    • X. სესილი – იუმორისტი
    • XI. მისის ვაიზის კეთილმოწყობილ ბინაში
    • XII. მეთორმეტე თავი
    • XIII. მის ბარტლეტის ბოილერის სამწუხარო ამბავი
    • XIV. ლიუსი გარე ვითარებებს ყოჩაღად უმკლავდება
    • XV. შინაგანი კატასტროფა
    • XVI. ლიუსი ატყუებს ჯორჯს
    • XVII. ლიუსი ატყუებს სესილს
    • XVIII. ლიუსი ატყუებს მისტერ ბიბს, მისის ჰანიჩერჩს, ფრედის და მსახურებს
    • XIX. ლიუსი ატყუებს მისტერ ემერსონს
    • XX. შუა საუკუნეების დასასრული
  • სქოლიო