კალათა

დეტალურად

ხანდაზმული ინჟინერი ალფრედ ლამბერტი და მისი მეუღლე ინიდი მარტო ცხოვრობენ აშშ-ის შუა დასავლეთის ქალაქ სენტ-ჯუდში. ზრდასრული შვილები – გარი, ჩიპი და დენიზი – კარგა ხანია, გაფანტულან და ყოველ მათგანს საკუთარი ცხოვრება აქვს. მამას თანდათანობით ებინდება გონება და დედა ცდილობს, თავი მოუყაროს შვილებს, რადგან უნდა, რომ შობა ყველამ ერთად გაატაროს უკანასკნელად... ესაა ოჯახური საგა, რომელშიც ყოფითი ამბები ამერიკის თანამედროვე ცხოვრების ფონზე ვითარდება. წიგნის გმირებს უყვართ ერთმანეთი, სძულთ, ეხმარებიან გაჭირვებაში... რთული ოჯახური ურთიერთობების ამ მოზაიკიდან შეიძლება არა მარტო ამერიკული, არამედ ზოგადად ადამიანური ცხოვრების სურათის აწყობა, რომელზეც თითოეული მკითხველი ბევრ ცხოვრებისეულ რამეს იცნობს. შემთხვევითი არ არის, რომ ამ რომანმა საოცარი პოპულარობა მოიპოვა, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში. თანამედროვე ამერიკელი მწერალი, ჯონათან ფრენზენი (დ. 1959) რომანმა „შესწორებები“ (2001) ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსთა რიგებში ჩააყენა. წიგნი გამოცემისთანავე 35-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მილიონობით ტირაჟით გაიყიდა. ავტორს აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოები – „წიგნის ნაციონალური პრემია“ (2001) და „ჯეიმზ თ. ბლეკის მემორიალური პრიზი“ (2002) მიენიჭა.
  • სენტ-ჯუდი
  • მარცხი
  • რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
  • ზღვაში
  • გენერატორი
  • ბოლო შობა
  • შესწორებები
  • სქოლიო