კალათა

დეტალურად

ფრენისგან სუნთქვაშეკრული

ანეტე ლორი

გამომცემლობა პალიტრა L

მთარგმნელი მზია გალდავა

რომანი

თარგმანი გერმანულიდან

ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან ნიუ-იორკში და ფიქრობენ, რომ ამერიკული ოცნება მათთვისაც ახდება. სარა ძიძად მუშაობდა, ახლა კი იღებს ფოტოებს და რომ არ დაიკარგოს, მეგაპოლისის რუკა მუდამ თან აქვს. ნიკო მხატვარია, ქუჩაში ყიდის ნახატებს და ბევრს ეწევა. მათი შეხვედრისა და სიყვარულის ამბავი არ ჰგავს ამერიკაში ჩასული ემიგრანტების ზღაპრულ ისტორიას. მათი ცხოვრება დაცემებისა და წამოდგომის კადრირებაა, მაგრამ ცდილობენ ისწავლონ ფრენა და არ ნებდებიან. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა ფოტოკადრი შეიცვალოს და ზედ გამოსახული წყვილი თავისუფლად სუნთქავდეს... ანეტე ლორი შვეიცარიის ალპებში, ბერნის მთიანეთში დაიბადა, ჩრდილოეთი გერმანიისა და რომანდიის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქიდან კი ლათინურ ამერიკაში გადაბარგდა და ემიგრანტული გამოცდილება მიიღო. დღეს ის ციურიხში ცხოვრობს და სოციალური მუშაკია. „ფრენისგან სუნთქვაშეკრულის“ გარდა, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მცირე რომანი და რადიოპიესა.
  • ოთხშაბათი
  • ხუთშაბათი
  • პარასკევი
  • შაბათი