კალათა

დეტალურად

1999 წლიდან 2009 წლამდე ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა, სნაიპერმა კრის კაილმა ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ისტორიაში. მისმა თანამებრძოლებმა, ვის სიცოცხლესაც იგი იცავდა ერაყში, – სახლების სახურავებიდან თუ ჩასაფრებული პოზიციებიდან, – „ლეგენდა“ შეარქევს, მტრებმა კი „ალ-შაითანი“, ანუ ეშმაკი უწოდეს და მისი მოკვლისთვის ჯილდო დააწესეს. კაილი დოკუმენტური სიზუსტით აღგვიწერს ომის საშინელებას – მათ შორის, თავისი ორი უახლესი მეგობრის სიკვდილს. მისი მეუღლე, ტაია, გულახდილად გვიყვება, თუ რა მძიმე დაღი დაასვა ომმა მათ ოჯახსა და პირადად, კრისს. 2009 წელს, როცა სამხედრო საქმიანობას ოფიციალურად დაანება თავი, ავტობიოგრაფიის წერა დაიწყო და 2012 წლის იანვარში „ამერიკელი სნაიპერი“ გამოსცა. 2013 წლის 2 თებერვალს ტეხასში მოკლეს. მკვლელს, ვეტერან ედი რუტს, კაილი სროლაში ავარჯიშებდა. ექიმებმა მას ფსიქიკური აშლილობა დაუდგინეს. მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. კრის კაილი სიცოცხლეშივე აღიარეს ლეგენდად. ის ჯარისკაცებს შორის დიდი პატივით სარგებლობდა; სამხედრო სამსახურის დატოვების შემდეგ სნაიპერებსა და პირადი დაცვის სამსახურის თანამშრომლებს წვრთნიდა და დიდ დროს უთმობდა ვეტერანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრში მუშაობას.
  • კრის კაილი – ამერიკელი ლეგენდა
  • ავტორის შენიშვნა
  • პროლოგი
  • თავი 1
  • თავი 2
  • თავი 3
  • თავი 4
  • თავი 5
  • თავი 6
  • თავი 7
  • თავი 8
  • თავი 9
  • თავი 10
  • თავი 11
  • თავი 12
  • თავი 13
  • თავი 14
  • სქოლიო