კალათა

დეტალურად

როგორ ვისწავლე სიყვარული

ლიზ ტრამბლე

გამომცემლობა აგორა

მთარგმნელი თამარ ხოსრუაშვილი

რომანი

თარგმანი ფრანგულიდან

ლიზ ტრამბლე კანადელი ფრანგულენოვანი მწერალი და ლიტერატურის პედაგოგია. იგი დაიბადა ჩიკუტიმიში, კვებეკში. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს მონრეალში. მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული პრემია: 1991 წელს – საგენე-წმინდა იოანეს ტბის წიგნის სალონის „წლის ლიტერატურული აღმოჩენის” პრემია და კანადის ხელოვნების საბჭოს ჟოზეფ-ს.-სტოუფერის პრემია პირველი რომანისთვის „წვიმიანი ზამთარი”, 1999 წელს – გენერალ-გუბერნატორის პრემია ლიტერატურის დარგში რომანისთვის „ებრაული ცეკვა”, 2003 წელს – მონრეალის წიგნის დიდი პრემია, ხოლო 2004 წელს კვებეკის წიგნის მაღაზიათა პრემია და ჟან ამელენის პრემია ნოველების კრებულისთვის „ყანჩის ბუდე”. რომანი „როგორ ვისწავლე სიყვარული” 2018 წელს გამოქვეყნდა და უკვე რამდენიმე ენაზეა თარგმნილი. მწერალი მასში გვიჩვენებს, რომ ის რაც გარდაუვალი ტრაგედია, დასასრული გვგონია, სინამდვილეში ბუნების, სამყაროს სუნთქვაა.
  • I
  • II