როცა რუსული გვარი გაქვს და რუსის არაფერი გცხია, თანაკლასელები კი გემტერებიან, თითქოს შენ ბომბავდი მათ მიწას; როცა პირველად დათვრები და ვერც მიხვდები, კატას კუდზე დანას ისე დაუსვამ; გოგო, რომელიც გიყვარს, სულ ტყუილად გგონია პლანეტაზე ყველაზე მაგარი გოგო; როცა უცნობი ქალის გამო, ძლიერ ქარში ზღვის ნაპირას რომ ზის, ტალღებს ეძგერები შენი ნავიანად და როცა კიდევ ბევრი რამ ხდება შენ თავს ისეთი, შენი ბრალი რომ არის და თან არ არის, – მაშინ იწყებ ლაზარეს ძებნას და უხმობ: „სად ხარ, ლაზარე. აღსდექი მკვდრეთით, თორემ დამერხა“.
- სად ხარ, ლაზარე...
- „მარი“
- სატანა
- კანდრატა
- ნიკოლა
- მე ვეხებოდი, – ჩუმად თქვა ხელმა
- ისროდნენ, მასწ
- ბოგილა
- სულთა მეუფეო
- კიბორჩხალაობა