კალათა

დეტალურად

ირაკლი კაკაბაძის ახალი წიგნი აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომის სრულიად განსხვავებული მხრიდან დანახვის მცდელობაა. წიგნის მთხრობელი თერთმეტი წლის მოზარდია, რომელიც ბებია-ბაბუასთან დაბა განთიადში იზრდება. დრამატული და ტრაგიკული ამბების უწყვეტ სერიას სწორედ ის გვიყვება, მაგრამ რომანში არც ერთგან არ ისმის მისი ხმა – იგი მხოლოდ დამკვირვებელია და სხვათა ნათქვამის გამტარი / გამხმოვანებელი. ომი რომ ყველა ოჯახში შეიჭრება, ბებია და ბაბუა გადაწყვეტენ, შვილიშვილი როგორმე კონფლიქტის ზონას მოაცილონ და სამშვიდობოს გაიყვანონ. მათი ჩანაფიქრის განხორციელება დღითი დღე უფრო და უფრო რთული ხდება...
  • * * *