კალათა

დეტალურად

მეტაპოეტური ნაწერი. „ამერიკულად ნაწერი“ წიგნი, რომელიც მწერალს ხელში ჩაუვარდა და მკითხველის პატივსაცემად მისი თარგმანება გადაწყვიტა, ისეთივე დაუდგენელი ტექსტია, როგორც ყველა სხვა დიდი წიგნი, რომელიც ოდესმე დაწერილა დედამიწაზე. დაუდგენელი – ჟანრობრივადაც, შინაარსობრივადაც: მას „გადამფრენი“ მწერალი წერს, ანუ ავტორი, რომელიც ყველა პატიოსან შემოქმედში ცხოვრობს და მხოლოდ თითოოროლა თუ გაბედავს, გათავისუფლდეს ყოველგვარი ვიწროდ მშობლიურისგან, ძველისა და ნაცნობისგან... ასეთ ავტორთა ნაწერების თარგმანება კი, მოგეხსენებათ, ერთ წილ ადამიანობას ნამდვილად აღემატება და, ეს მხურვალე ძალა და თავგანწირვა მთარგმნელ-მწერალს მისთვის არ დაუკლია.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ჭალის საკრავი
  • ბევრი ხმაური ერთი ადამიანისთვის
  • ოთხი „შ“
  • ესაა მიწა და არა სამშობლო, ესაა ადგილი და არა სახლი.
  • სათაგურისხელა სოფელშიც იგივე ხდება, რაც სამხეცისხელა ქალაქში
  • სულის მკითხავი
  • ერთი ლარი საიქიოსთვის
  • გარექცეული ტალავარი
  • ტყიან გზაზე, მდინარის გაყოლებით
  • თავი და ბოლო ადამიანისა: შია თუ მაძღარია, აქვს თუ არა აქვს.
  • მიდმორობა
  • ჭიჭია
  • ქურდპოეტი
  • სიტყვა, თქმული „პოეტთა დახურული კავშირის“ საერთაშორისო კონფერენციაზე
  • მე-ალკოჰოლიკის სიკვდილი პირველი
  • ერთი ნაკლისთვის
  • წარღვნა ერთი ადამიანისთვის
  • აქა ამბავი ბებერი სახედრის სიყვარულისა