კალათა

დეტალურად

კრებული „13-19“ ჩვენი ახალი პროექტის პირველი წიგნია. მასში კონკურსის შედეგად შერჩეული ათი საუკეთესო მოთხრობა გავაერთიანეთ, რომელთა ავტორებიც მოზარდები, დამწყები ავტორები, ჩვენი ერთგული მკითხველები არიან. 13-დან 19 წლამდე – ეს სწორედ ის ასაკია, როდესაც თითქმის ყველა წერს და წერენ მიუხედავად იმისა, აპირებენ თუ არა მომავალში მწერლობა საკუთარ საქმიანობად აქციონ. ასეთები არიან ჩვენი ახალბედა ავტორებიც, რომლებიც ყველაზე გულწრფელად და დაუფარავად გვიზიარებენ მათ მიერ გამოგონილი პერსონაჟების, ან, იქნებ, საკუთარ ისტორიებსაც. ეს არ არის კრებული მხოლოდ მათი თანატოლებისთვის – ეს, უპირველესად, მათი მშობლების თაობისთვის დაწერილი მოთხრობებია, რომლებითაც თავიანთ შვილებს უკეთესად გაიცნობენ, გაუგებენ და გაიხსენებენ კიდეც, თუ როგორია ცხოვრება 13-დან 19-მდე.
  • ლელა თოთაძე
    • საღამოს ხევის ნაჩურჩულარი
  • ილია ჭანტურია
    • ქალაქური ჰორორი
  • გიორგი მაჭარაშვილი
    • მიწიერ ელფერთა ციალი
  • ვახო სალთხუციშვილი
    • გარდავიცვალე
  • მარი ვარამაშვილი
    • სიჩუმის ქალები
  • ვლადიმერ გიგაია
    • ქუჩა
  • ქეთა ბაღაშვილი
    • მარტის ბათუმი
  • ანა ზუმბულიძე
    • ადამიანი, უსაზღვროების ზღვარი
  • გიკა მიქაბაძე
    • ერთი წელი სატურნზე
  • მეგი თედორაძე
    • ფარდა