ჩრდილოეთი კალიფორნია, მძვინვარე 1960-იანი წლების მიწურული. ზაფხული. მარტოსული და სევდიანი თინეიჯერი, ივი ბოიდი პარკში სუზანსა და სხვა გოგონებს ხვდება და მაშინვე მოინუსხება მათი თავისუფლებით, დაუდევრობით, გამბედაობით. ივი მალე ექცევა სუზანის გავლენის ქვეშ და ქარიზმატული ლიდერის არაორდინალურ წრეშიც ამოყოფს თავს. მთებში ჩაკარგული დანგრეული რანჩო, სადაც რეალობას მოწყვეტილი სასტიკი წინამძღვრის ნების უსიტყვო მორჩილნი აფარებენ თავს, ივის ეგზოტიკურად, ამაღლებულად და გასაოცრად ეჩვენება და, რანჩოს მცხოვრებლებთან ერთად, გაუცნობიერებლად უახლოვდება შემზარავ ძალადობას... გოგოს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დგება... დებიუტანტი მწერლის, ემა კლაინის „გოგონები“ 1969 წლის აგვისტოში ლოს-ანჯელესში დატრიალებულ გახმაურებულ ტრაგიკულ ამბებს ეხმიანება, თუმცა მოვლენებს სულ სხვა კუთხით გვაცნობს. რომანი 2016 წელს გამოიცა და მალევე აალაპარაკა მთელი მსოფლიო. წიგნს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.
- პირველი ნაწილი
- 1969
- მეორე ნაწილი
- 1969
- მესამე ნაწილი
- 1969
- მეოთხე ნაწილი
- სქოლიო