კალათა

დეტალურად

„მარინეს ანგელოზები“ თამთა მელაშვილის მოთხრობების პირველი კრებულია, რომელიც 2006-2017 წლებში დაწერილ ტექსტებს აერთიანებს. კრებულის გმირები სხვადასხვა ასაკისა და სტატუსის მქონე ქალები არიან, თუმცა ძირითადად მარგინალური ჯგუფებიდან, რომელთა ხმა საჯარო სივრცეში არ ისმის. კრებული ამ ხმების „შეგროვების“ და მათი მკითხველამდე მიტანის მცდელობაა – მხატვრული ფორმის საშუალებით უსამართლობის, უთანასწორობისა და ჩაგვრის გასააზრებლად. მოთხრობები „ერთი და ორი“ (2006) და „მამაჩემი მტრედია“ (2016) ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ კრებულში გამოქვეყნდა. ‘სხვა ფერი“ (2010), „რაც ბაბუა წავიდა“ (2012), „ის დღე“ და „სასუფეველი გოგონებისთვის“ (2013) სხვადასხვა დროს „15 საუკეთესო მოთხრობის“ ანთოლოგიაში შევიდა. „წერილი ლიას“ და „მარინეს ანგელოზები“ ავტორის უახლესი, 2017 წელს დაწერილი ტექსტებია.
  • ერთი და ორი
  • სხვა ფერი
  • რაც ბაბუა წავიდა
  • სასუფეველი გოგონებისთვის
  • ის დღე
  • მამაჩემი მტრედია
  • წერილი ლიას
  • მარინეს ანგელოზები