კალათა

დეტალურად

თქვენ წინაშეა ტექსტების კრებული, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა ცხოვრებაზე თანამედროვე ქართველ მწერალთა მხატვრულ რეფლექსიას წარმოადგენს. ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ ინიციატივით, ცხრა ქართველი მწერალი ტექსტებზე მუშაობის პროცესში შეხვდა ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, ინფექციონისტებს, ადამიანის უფლებების დამცველებს და ადამიანებს, რომლებიც სამედიცინო ჩანაწერებში მოიხსენიებიან აივ-დადებითად, აუტისტ, წამალდამოკიდებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად... მათგან მოისმინა, რაოდენ რთულია იცხოვრო ასეთი დიაგნოზით, სტიგმით, რომელიც ამ დიაგნოზებს ახლავს თან, როგორია, იცხოვრო ქვეყანაში, სადაც მოკლებული ხარ ყოველგვარ შესაძლებლობას, იცხოვრო, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა. საქართველოში, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ვერც მედიამ მოიცალა სათანადოდ, ვერც ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებიც უპირატესად პოლიტიკური უფლებების დაცვისთვის იბრძვიან, ძალზედ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მზერის მიპყრობა ასეთ ადამიანებზე, მათ სირთულეებზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს წიგნიც. წაიკითხეთ და გაეცანით, თუ როგორ ხედავენ თანამედროვე ქართველი მწერლები ადამიანებს, რომლებსაც ზოგი ვერც კი ხედავს და შეეცადეთ კარი გაუღოთ მათ.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინათქმა
  • ლაშა ბუღაძე
    • რა უნდა მოვყვე?
  • დავით გაბუნია
    • ირინას ბიჭი
  • ერეკლე დეისაძე
    • სიზუსტე
  • ანა კორძაია-სამადაშვილი
    • მივდივარ სახლში
  • გიო მგელაძე
    • C და ნაკეცი
  • აკა მორჩილაძე
    • წითელი ლენტი
  • ანინა ტეფნაძე
    • ჩემი სამი მამაკაცი
  • დათო ტურაშვილი
    • ოცი წლის შემდეგ მუშკეტერების გარეშე
  • ალექს ჩიღვინაძე
    • გაჩერებაზე
  • ლაშა ბუღაძე
    • დაუნი
  • სქოლიო