კალათა

დეტალურად

„იყო“ ახალგაზრდა ქართველი მწერლის, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატის, მუსიკოსის, სცენარისტისა და სამოქალაქო აქტივისტის, ტორესა მოსის მესამე რომანია. ავტორი ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და მოქმედება კვლავ პატარა ქალაქ თელავში ვითარდება. „წიგნი შესაქმისა თქმული პირველ მამათაგან ღმერთთა და კაცთათვის“ ძველი ქართული წარმართული წარმოდგენების ყველაზე ადრეული ლიტერატურული ქმნილება შეიძლება იყოს და ვინაიდან ისტორიას ყოველთვის აქვს გაგრძელება აწმყოში, მასაც თავისი ბედი ექნება, რომელიც მთავარი გმირის ბედს დაუკავშირდება. ანტიკვარების ერთი ჩვეულებრივი მაღაზია შესაძლოა მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენის ადგილად იქცეს. თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ. წიგნში დრამას ძველი მითების სამყარო, დეტექტივი და თრილერი ენაცვლება. რეაქციონერული გაზეთი „ალაზნის სიო“ ანონიმი ავტორით „ღვარძლიანი ელიკო“, „ნემცების“ ოჯახი ელექტრონული მუსიკის წვეულებებით და „მენაპირე ბერების საძმო“ ერთ სივრცეში იყრის თავს და როცა წარსული აწმყოს გადაეჯაჭვება, იქ სადაც განსხვავებული იდეები დომინანტობისთვის იბრძვიან, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მართლაც, ყველაფერი მოხდება, რაც შეიძლება, რომ მოხდეს და ისიც, რაც რთულად წარმოსადგენია.
  • ამბავი მაღაზიისა, რომელსა ჰრქჳან „გაბრიელის საძველმანე“
  • ამბავი მეძვლის მოსვლისა, ოდეს პირველად მოვიდა
  • გაბრიელისაგან ლიზას გამიჯნურება, ოდეს გამიჯნურდა
  • ღვარძლიანი ელიკოს გვერდი – თელავი - მაფიოზების ქალაქი
  • გაბრიელისა და ლიზასაგან წიგნის პოვნა
  • ლიზასაგან გაბრიელის გამიჯნურება, ოდეს გამიჯნურდა
  • ამბავი წიგნის მდევნელთა გამოჩენისა
  • უკანასკნელი ლხინი ნემცებად წოდებულთაგან
  • ამბავი ვიქტორ კიკვიძის სიკვდილისა
  • ამბავი გაბრიელისაგან დაფარულთა შეტყობისა
  • ამბავი გაბრიელის გაქცევისა
  • მწერალისა და გაბრიელისაგან მენაპირეთა მონასტერში მისვლა
  • ეპილოგი
  • დანართი
    • „ღვარძლიანი ელიკოს“ გვერდი (სტატიები)
    • წიგნი შესაქმისა თქმული პირველ მამათაგან ღმერთთა და კაცთათჳს