კალათა

დეტალურად

„ოსმალური მარში“ არის საფათერაკო რომანი მეცხრამეტე საუკუნის ტფილისზე. პერსონაჟების ნაწილი ერთ დროს ნამდვილად არსებული ადამიანებია, წიგნში აღწერილი ზოგიერთი ფაქტი კი მართლაც მოხდა. სპარსეთის შაჰის პირველ ცოლს, ვენაში რომ თვალი იმკურნალა, მუსიკალური ზარდახშებით გატაცებულ კონსულ რეზა ხანს, სათავგადასავლო წიგნებისა და ღამის ტფილისში ხეტიალის მოყვარულ ვიცე-გუბერნატორ ჩაიკოვსკის, ბერლინსა და პარიზში ნასტუდენტარ მეთორმეტე ჩინის კანცლიარისტ გიორგი ვახვახოვს, სხვებისგან უჩუმრად სტივენსონსა და კიპლინგს რომ თარგმნის, ბევრიც არაფერი აკავშირებთ, ვიდრე სტამბოლიდან ტფილისში არ ჩამოდის ცნობილი ტერორისტი მუსტაფა, მეტსახელად „ბრმა“. მთავარი ამბავიც აქ იწყება...
  • ყდა
  • თავფურცელი
  • „ტოპაზის“ უსტარი
  • სტუმარი ბოსფორიდან
  • ბაში-ბუზუკები
  • ხეჩუმოვის საკანდიტერო
  • ემინ აგდასი
  • ჩაიკოვსკის საათი
  • რეზა ხანის ოთახი
  • კანცელარია
  • ყარაფატმას გასეირნება
  • კრაჩკოვსკის ერთი დღე
  • ბრიუგელის ნახატი
  • მძინარე მზეთუნახავი
  • ჩაიკოვსკის ალლეგრო
  • აფერუმ, ეფენდი!
  • გუდოვიჩის ქუჩაზე
  • სქოლიო