ვლადიმირ ნაბოკოვი მხოლოდ 1955 წელს გამოქვეყნებული „ლოლიტათი“ გახდა დასავლეთში ზეპოპულარული. არადა, მასზე გაცილებით მაღალი დონის „ლუჟინის დაცვა“ მეოთხედი საუკუნით ადრე იყო გამოქვეყნებული. აქაც ორიგინალის ენამ ითამაშა გარკვეული როლი.
„მე ამერიკელი მწერალი ვარ, რომელიც რუსეთში დაიბადა, განათლება ინგლისში მიიღო, სადაც ფრანგულ ლიტერატურას სწავლობდა მანამ, სანამ თხუთმეტი წლით გერმანიაში გადასახლდებოდა“, – ეს ნაბოკოვის იმ „მარადიული კითხვის“ პასუხია, რომელიც ალბათ ყოველთვის დაისმება: სადაური მწერალია ვლადიმირ ნაბოკოვი? ეს კამათი არასდროს დასრულდება, მაგრამ მარტივი გამოსავალი არსებობს: გააჩნია, ნაბოკოვის რომელი ნაწარმოების ავტორზე ვმსჯელობთ, მისი სადაურობა ამის მიხედვით უნდა გადავწყვიტოთ. მაგალითად, თუკი „ლოლიტაზეა“ საუბარი, მისი ავტორი უდავოდ ამერიკელი მწერალია, მაგრამ როდესაც „ლუჟინის დაცვას“ ვკითხულობთ, ნაბოკოვის რუსობას ვერაფრით უარვყოფთ. თანაც არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ლოლიტა“ ინგლისურად დაწერა, ხოლო „ლუჟინის დაცვა“ რუსულად.
- ყდა
- თავფურცელი
- ამერიკელი რუსის რუსული რომანი
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- სქოლიო