კალათა

დეტალურად

XX საუკუნის მიწურულს 6000-მა ფრანგმა მკითხველმა საუკუნის საუკეთესო 50 წიგნი შეარჩია. ეს ფრანგების არჩევანი იყო. ფრედერიკ ბეგბედერი – თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე საინტერესო მწერალი – თანამემამულეების არჩევანს „აღწერს“ – გვთავაზობს 50 ესეს – მწერლებზე, ლიტერატურაზე, წიგნებზე, საკუთარ თავზე. მახვილი ენა, მოქნილი ფრაზეოლოგია, პროვოკაცია და მოულოდნელობა – ბეგბედერი ირონიულია, შეუბრალებელი, მოურიდებელი, პატარა ბავშვივით აღფრთოვანებული და ხშირად სევდიანი. სამაგიეროდ, მუდამ თავისუფალი შეფასებისას. ყოველი მომდევნო ავტორი და ნაწარმოები მისთვის აღმოჩენაა და სევდანარევი იმედი, რომ XXI საუკუნის ლიტერატურა ისეთივე ბობოქარი და სულისშემძვრელი იქნება, როგორიც განვლილი საუკუნისა. იმგვარი საკითხავი, რომელიც შენთან დარჩება. და ახალი თაობა ახალ ლიტერატურას ისეთივე წრფელი გრძნობით შეიყვარებს, როგორითაც მეოცეში სულ სხვებს უყვარდათ.
  • უვერტიურა – თავის დაზღვევა მაინც სჯობს
  • ტოპორმოცდაათეული
  • 50. ნადია – ანდრე ბრეტონი
  • 49. როჯერ ექროიდის მკვლელობა – აგატა კრისტი
  • 48. სიძულვილი – ალბერტო მორავია
  • 47. ხუმრობა – მილან კუნდერა
  • 46. დიდი გეტსბი – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
  • 45. სატანის მზის ქვეშ – ჟორჟ ბერნანოსი
  • 44. ბასკერვილების ძაღლი – ართურ კონან დოილი
  • 43. სიცოცხლე, მოხმარების წესები – ჟორჟ პერეკი
  • 42. ზღვის დუმილი – ვერკორი
  • 41. სალამი, სევდავ! – ფრანსუაზ საგანი
  • 40. ჯადოსნური მთა – თომას მანი
  • 39. ლედი ჩეთერლის საყვარელი – დევიდ ლოურენსი
  • 38. ქარწაღებულნი – მარგარეტ მიტჩელი
  • 37. გრძნობების დაბნეულობა – შტეფან ცვაიგი
  • 36. ზაზი მეტროში – რაიმონ კენო
  • 35. ტერეზა დეკეირუ – ფრანსუა მორიაკი
  • 34. ხმაური და მძვინვარება – უილიამ ფოლკნერი
  • 33. მარტოობის ასი წელიწადი – გაბრიელ გარსია მარკესი
  • 32. მშვენიერი ქალბატონი – ალბერ კოენი
  • 31. ჰუსარი სახურავზე – ჟან ჟიონო
  • 30. ყალბი ფულის მჭრელები – ანდრე ჟიდი
  • 29. თათრული უდაბნო – დინო ბუცატი
  • 28. ულისე – ჯეიმს ჯოისი
  • 27. ლოლიტა – ვლადიმირ ნაბოკოვი
  • 26. ფილოსოფიური ქვა – მარგარეტ იურსენარი
  • 25. სამი ესე სექსუალურ თეორიაზე – ზიგმუნდ ფროიდი
  • 24. მელოტი მომღერალი ქალი – ეჟენ იონესკო
  • 23. ასტერიქსი, გალების ბელადი – გოსინი და უდერძო
  • 22. 1984 – ჯორჯ ორუელი
  • 21. მშვენიერი ახალი ქვეყანა – ოლდოს ჰაქსლი
  • 20. სევდიანი ტროპიკები – კლოდ ლევი-სტროსი
  • 19. დღიური – ანა ფრანკი
  • 18. ლურჯი ლოტოსი – ერჟე (RG)
  • 17. ალკოჰოლები – გიიომ აპოლინერი
  • 16. სიტყვები – ჟაკ პრევერი
  • 15. არქიპელაგი გულაგი – ალექსანდრე სოლჟენიცინი
  • 14. ვარდის სახელი – უმბერტო ეკო
  • 13. ყოფა და არარაობა – ჟან-პოლ სარტრი
  • 12. გოდოს მოლოდინში – სემიუელ ბეკეტი
  • 11. მეორე სქესი – სიმონა დე ბოვუარი
  • 10. დღეთა ქაფი – ბორის ვიანი
  • 9. დიდი მოლნი – ალენ ფურნიე
  • 8. ვისთვის რეკს ზარი – ერნესტ ჰემინგუეი
  • 7. მრისხანების მტევნები – ჯონ სტაინბეკი
  • 6. მოგზაურობა ღამის კიდეზე – ლუი-ფერდინანდ სელინი
  • 5. ადამიანთა ხვედრი – ანდრე მალრო
  • 4. პატარა პრინცი – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  • 3. პროცესი – ფრანც კაფკა
  • 2. დაკარგული დროის ძიებაში – მარსელ პრუსტი
  • 1. უცხო – ალბერ კამიუ