კალათა

დეტალურად

2008 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ ჩვენი „მოთხრობები ლიტერატურაზე“ გამოსცა. წინამდებარე წიგნი მისი მეორე ნაწილია და, რაკი იმავე ყაიდის ლიტერატურულ წერილებს შეიცავს, ამიტომ აქაც გავიმეორებთ პირველი წიგნის წინათქმას: ეს წიგნი მოგვითხრობს... მოთხრობებზე, ნოველებზე, რომანებზე, ლექსებზე, მოგვითხრობს მათი ავტორების მწერლურ ოსტატობაზე, მოგვითხრობს მხატვრული ტექსტების, მხატვრული შემოქმედების თავისებურებათა შესახებ. დიახაც, მოთხრობაზეც შეიძლება დაიწეროს მოთხრობა, რომანზეც, ლექსზეც, ესეისტურ თხზულებაზეც... მოკლედ, რასაც აქ წაიკითხავთ, არც კრიტიკული წერილებია, არც რეცენზიები და არც ესეები, ესენი მოთხრობებია იმის შესახებ, თუ რა გრძნობები ეუფლებოდა წინამდებარე წიგნის ავტორს ამა თუ იმ ნაწარმოების კითხვისას; ეს არის მცდელობა ამ გრძნობებში სიცხადის შეტანისა, მათში გარკვევისა; მცდელობა იმის ამოცნობისა, რაც ზედაპირზე არ ძევს, რაც მისაგნებია, მისაკვლევია, რასაც მკითხველზე მხატვრული ტექსტის ზემოქმედების საიდუმლო ჰქვია. ავტორს იმედი აქვს, რომ შეძლებს მკითხველის აყოლიებას და მოუწყენლად ტარებას მხატვრული ტექსტის საიდუმლოებათა შეცნობის გზაზე, ვინაიდან ხანგრძლივი გამოცდილებით იცის: მთხზველთა ოსტატობის შესახებ თხრობა არავის ტოვებს გულგრილს, რისი მიზეზიც ის უნდა იყოს, რომ ყველა ჩვენგანი, მეტად თუ ნაკლებად, მთხზველია.
  • ავტორისაგან
  • „ვეფხისტყაოსნის“ ორი პარაბოლა და რუსთაველის დიალექტიკა
  • „ვეფხისტყაოსნის“ სიბრძნისმეტყველებისათვის
  • ბარათაშვილის რომანტიზმის მარკერები
  • გალაკტიონ ტაბიძის პოემა „აკაკი წერეთელი“
  • „მართლა მხიბლავდა მე ერთ დროს „დადა“
  • ერთი მეტატექსტის ისტორიისათვის
  • „ჰაჯი-მურატის მოჭრილი თავი“
  • „სადღაც“ და „ვიღაც“ ტერენტი გრანელის შემოქმედებაში
  • მუხრან მაჭავარიანის ხიაზმებიანი მინიატურები
  • ორჯერადი გარითმვა
  • ფაუსტური მგზნებარებით...
  • ჩანაწერები ჩანაწერებზე
  • „განზომილების“ პარადოქსები
  • სონეტისა და რობაის ახალი სიცოცხლე
  • ზღაპარი ზღაპრებზე, თანაც – წინასწარმეტყველური!
  • ინტონაციების პოემა
  • ქართული „ნონფიქშენი“
  • ნეონატურალისტური მარკერები პაოლო იაშვილის ლექსებში
  • „სხვანაირი“ ლექსი
  • საკითხავ-სათვალიერებელი პაწია-დიდი წიგნი
  • ექიმობის რომანტიკა
  • შემოქმედების მიზანი
  • სქოლიო