კალათა

დეტალურად

ნონა კუპრეიშვილი დაიბადა ქ. სოჭში. საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღო სოხუმსა და თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. მუშაობს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის სპეციალისტი. იკვლევს კულტუროლოგიურ პრობლემებს. „სიტყვის დეგუსტაცია“ ლიტერატურული ესეების, სამეცნიერო წერილებისა და ჩანაწერების, ანუ როგორც თავად ავტორი უწოდებს, წერილობების კრებულია. პირველი თავი - კითხვა როგორც გარდასახვა - შოთა ჩანტლაძისადმი მიძღვნილი წერილით იხსნება, რაც მთელი კრებულის ერთგვარი კამერტონია და არა მარტო თავის დროზე მარგინალიზებული ამ ერთი კონკრეტული პოეტისადმი ინტერესს, არამედ მთლიანად მე-20 საუკუნის ლიტერატურული პროცესების რეინტერპრეტაციისკენ მიმართულ ტენდენციას ამჟღავნებს. მეორე თავი - კლასიკის პირისპირ - ილიას, ვაჟას, მიხეილ ჯავახიშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის და სხვათა ლიტერატურული მემკვიდრეობის თანამედროვე ლიტმცოდნეობის ჭრილში გააზრებას ეძღვნება. ტოტალიტარიზმის პირობებში შექმნილი კულტურული მითების დეკონსტრუქციას ისახავს მიზნად ალ. გრიბოედოვისა და მიხ. ვორონცოვისადმი მიძღვნილი წერილებიც. მესამე თავი გახლავთ მე-20 საუკუნის პოსტსტალინური და შემდგომი ეპოქების კრიტიკული რეფლექსიების ანალიზის ცდა. აქცენტირებულია ამ წინააღმდეგობრივი პერიოდის ნოვაციები, რომელიც ქართული კრიტიკული აზროვნების გათანადროულებას ემსახურებოდა. სწორედ ამ კონტექსტშია წარმოდგენილი ო. ჩხეიძის, რ. თვარაძის, რ. ყარალაშვილის, ა. თაყაიშვილის, დოიაშვილი-ბრეგაძის სახელები. წიგნის ავტორის ერთგვარი ავტობიოგრაფიული ნარატივია ე. წ. წერილობები, რომლებშიც კრიტიკოსმა ლ. ბრეგაძემ მხატვრული პროზის ნიშნები აღმოაჩინა და რომლებიც ქართული სინამდვილის ფართო სპექტრს წარმოგვიდგენენ. „სიტყვის დეგუსტაცია“ ლიტერატურაზე ხანგრძლივი დაკვირვების, მისი ცალკეული მონაკვეთების სიღრმისეული შესწავლის შედეგია. ამასთან იგი პროფესიული ერთგულების დამადასტურებელი წიგნიცაა და ესეც მის ერთ-ერთ ღირსებად შეიძლება მივიჩნიოთ.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • კითხვა როგორც გადასახვა
    • კარტოფილის საუკუნის რაინდი (შოთა ჩანტლაძე)
    • წუთების დრო და გულისპირს ამოსული ბალახი (ნაირა გელაშვილი)
    • ილიაზდის მერცხლები
    • „ძველი“ რომანი ახალი წინასიტყვაობით (აკა მორჩილაძე)
    • სულის ისტორია (როსტომ ჩხეიძე)
    • ცისპირიდან გადაწერა (მარიამ წიკლაური)
    • ბოთლში ჩადებული წერილივით (სტეფანე კასრაძე)
    • XX საუკუნის ოციანი წლების ნარატიული სტრატეგიები
    • ქართული მოდერნიზმი (სოსო სიგუა)
    • „მელნისფერი აპლოდისმენტი“ (ბათუ დანელია)
    • დაკარგული ცხოვრების ტექსტი (გელა ჩქვანავა)
    • სიკვდილის სანახაობა (ეთერ თათარაიძე, ამირან არაბული)
    • გვიანი მგზავრი (შაბურა არაბულის გამოსათხოვარი)
    • სიტყვის დეგუსტაცია (სოსო ტაბუცაძე)
    • ამბავი თავისუფლებაწართმეული ლიტერატურისა (ოციანი წლების ლიტერატურული ქრონიკა)
    • ნებადართული მოგზაურობა სოხუმთბილისში (გურამ ოდიშარია)
    • „ხსოვნის ქარი ქრის“ (გენო კალანდია)
    • სიყვარულის გზავნილი - უადრესატო?! (ქართულ-აფხაზური ალბომი)
    • „გინდათუარა“
    • პორტრეტი თაობის ფონზე (ცისანა გენძეხაძე)
    • ბელა მოსიას სახისმეტყველებითი ძიებანი
    • რეპორტაჟი კუნძულ სოხუმიდან (ვლადიმერ კილასონიას ხსოვნას)
    • ანტიპოდი (ტარიელ ჭანტურია, როსტომ ჩხეიძე, ეფიმ გელბახი)
    • „მითხარი, რითა ხარ ბედნიერი...“ (ლევან რაზიკაშვილი, ქეთევან და ეკატერინე რაზიკაშვილები)
    • ოლესია თავაძის წიგნი - განდობა
    • ქუთაისური ამარკორდი (გია ხოფერია)
    • ანგელოზისა და ნაგვის ყუთის სიმღერა (ცირა ყურაშვილი)
  • კლასიკის პირისპირ
    • ერთი კულტურული მითის დეკონსტრუქცია (ალექსანდრე გრიბოედოვი)
    • „მოსატყუებელი დროის“ ანატომია
    • ილიას ბანკი და სოციოცენტრიზიმის დეფიციტი
    • ვაჟას სულეთი როგორც ცირკულარული დროის ტოპოსი
    • ორი ძაღლი - გახლეჩილი სამყაროს სიმბოლო
    • ურმია როგორც ყოფიერების სარკე (მიხეილ ჯავახიშვილი, ვიქტორ შკლოვსკი)
    • მხატვრული და ეკონომიკური დისკურსის კორელაცია „ჯაყოს ხიზნებში“
    • კალამი როგორც გოლგოთის ჯვარი (მიხეილ ჯავახიშვილი)
    • XX საუკუნის 20-იანი წლების ტფილისის არშემდგარი მისია (გრიგოლ რობაქიძე)
    • გრიგოლ რობაქიძის გამოვლენა გრძელდება
    • „ჩვენ ესთეტები, ახალი საუნჯის მაძიებელნი...“ (ვახტანგ კოტეტიშვილი)
    • რეპუბლიკაცია საბჭოურად (ვახტანგ კოტეტიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე)
    • გამოტოვებული ლიტერატურული მედალიონის კვალდაკვალ (გრიგოლ რობაქიძე)
    • „კულტურის დიქტატურა“ ბოლშევიზმის დიქტატურის წინააღმდეგ (ვახტანგ კოტეტიშვილი)
    • „მთვარის მოტაცების“ რეინტერპრეტაციის მცდელობისთვის (კონსტანტინე გამსახურდია)
    • „რამდენს იწონის ფარატინა ფურცელი?“ (ოთარ ჭილაძე)
    • რუსული ლიტერატურული კრიტიკა რომან „გოდორის“ შესახებ
    • სიკეთისა და ბოროტების ანტინომია რეზო ინანიშვილის პროზაში
  • პოსტსტალინური და შემდგომი ეპოქების კრიტიკული რეფლექსიები (ანალიზის ცდა)
    • შესავალი
    • პოეტიკა როგორც სოცრეალისტური რიტორიკის ალტერნატივა
    • მწერლის კრიტიკული დისკურსი (ოთარ ჩხეიძე)
    • 70-80-იანი წლების კრიტიკა: „რეკონსტრუქციიდან“ ნოვაციამდე
    • რე-კონსტრუქტივისტი (რევაზ თვარაძე)
    • ენობრივი ორიენტაციიდან კულტურის ორიენტაციამდე
    • ქართული კრიტიკა რეცეფციული ესთეტიკის სათავეებთან (რევაზ ყარალაშვილი)
    • ტრანსპოზიცია თვითკორექციის ნაცვლად (მიხეილ კვესელავა)
    • კრიტიკული ტანდემი (თეიმურაზ დოიაშვილი, ლევან ბრეგაძე)
  • წერილობები
  • ბიბლიოგრაფია
  • სქოლიო