უკვე ორი წელია, რაც საქართველოს ისტორიულ მხარეში, ტაო-კლარჯეთში, თავისუფალი უნივერსიტეტის მხარდაჭერით იმართება სამეცნიერო-შემეცნებითი ექსპედიციები სტუდენტებისთვის. ექსპედიციებში მონაწილეობას იღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის სხვადასხვა კურსისა და სკოლის სტუდენტები და ამავე უნივერსიტეტის პროფესორები.სამეცნიერო-შემეცნებითი ექსპედიციები ითვალისწინებს საველე მუშაობას რამდენიმე მიმართულებით: ქართული მეტყველება, ისტორიულ-კულტურული ძეგლები და ველური ვაზის ფორმები. სწორედ ამ თემებზე საკვლევი მასალის მოსაპოვებლად გაიმართა 2011 წლის 15-25 ივლისს თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ექსპედიცია. მასში მონაწილეობდა თავისუფალი უნივერსიტეტის 15 სტუდენტი, რომელთა შერჩევა სამეცნიერო კონფერენციის შედეგების საფუძველზე მოხდა. ექსპედიციაში ჩართულები იყვნენ როგორც უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე მოწვეული სპეციალისტები.ჩვენი აზრით, ექსპედიცია საკმაოდ წარმატებული იყო. სტუდენტებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა ჯგუფმა საინტერესო მასალები ჩამოიტანა ტაო-კლარჯეთიდან. თბილისში დაბრუნების შემდეგ მოხდა აღნიშნული მასალების დამუშავება, რისი შედეგებიც მაქსიმალურად არის გადმოცემული სტუდენტთა კრებულში წარმოდგენილ მოხსენებებში.
- ყდა
- თავფურცელი
- წინასიტყვაობა
- თურქეთის ქართველების მეტყველება - ანა ქოჩიაშვილი
- ტაო-კლარჯეთის ლექსიკის ზოგიერთი თავისებურება - ნათია სვანიძე
- მეცხოველეობის ლექსიკა ტაო-კლარჯეთში - ილია ღლონტი, უჩა ავსაჯანიშვილი
- ენა და იდენტობა - ლეილა ჩანტლაძე
- იმერხევის ტოპონიმიკა და იმერხეველები - დავით კაკოიშვილი
- ტაო-კლარჯეთის ველური ვაზი - ალექსანდრე ჩარკვიანი, ლაშა მაღლაფერიძე, ლელა ხუჭუა
- ჩვეულებითი სამართალი ტაო-კლარჯეთში - ანა ქოჩიაშვილი,ილია ღლონტი, უჩა ავსაჯანიშვილი
- დაკარგული ფრაგმენტები - ქეთევან ბრეგვაძე
- არტანუჯი - ნათია სვანიძე
- ტაო-კლარჯეთის ტაძრების კედლის მხატვრობა - ანა მურღული, თინათინ ლომაია
- ოშკსა და იშხანში დაცული ეპიგრაფიკული ძეგლები - ლევან ქანთარია
- ქართულ-თურქული მოლაპარაკებები - ნიკოლოზ ჩარკვიანი, პავლე ბერიძე
- სქოლიო