კალათა

დეტალურად

საქართველო – იმპერიათა გზაჯვარედინი

დონალდ რეიფილდი

გამომცემლობა პალიტრა L

მთარგმნელი ჯუანშერ ტიკარაძე

ისტორია

თარგმანი რუსულიდან

ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი, ლინგვისტი, ლიტერატურათმცოდნე დონალდ რეიფილდი არაერთი მეცნიერული შრომის, მათ შორის, „დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონისა“ და „ქართული ლიტერატურის ისტორიის“ ავტორია. მას დიდი წვლილი მიუძღვის საზღვარგარეთ ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში. მისი თარგმანებით გაიცნო ინგლისურენოვანმა მკითხველმა ვაჟა-ფშაველას, მიხეილ ჯავახიშვილის, ოთარ ჭილაძის, ტიციან ტაბიძისა და სხვა ავტორთა არაერთი ნაწარმოები. დონალდ რეიფილდს ეკუთვნის, ასევე, პოპულარული კვლევა სტალინის პიროვნებისა და სტალინიზმის შესახებ. „საქართველო – იმპერიათა გზაჯვარედინი. სამიათასწლოვანი ისტორია“ უცხოელი, ნეიტრალური და მიუკერძოებელი მკვლევრის თვალით დანახული საქართველოს ისტორიაა. დონალდ რეიფილდის ეს წიგნი უკვე ორჯერ გამოიცა: პირველად – 2012 წელს, დიდ ბრიტანეთში, მეორედ – 2017 წელს, რუსულად თარგმნილი და გადამუშავებული – რუსეთში. ამგვარად, უკვე 7 წელია, ნაშრომი საზღვარგარეთ საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში გვხვდება ავტორის სუბიექტური მსჯელობაც და სადავო შეფასებებიც, მიგვაჩნია, რომ იგი საინტერესო ინფორმაციის შემცველია როგორც პროფესიონალების, ისე საქართველოს ბედითა და ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.
  • წინასიტყვაობა
  • თავი პირველი. ქართველთა წარმომავლობა
  • თავი მეორე. ქართლის სამეფოს დაარსება
  • თავი მესამე. მოქცევა
  • თავი მეოთხე. არაბი დამპყრობლები
  • თავი მეხუთე. გაერთიანება
  • თავი მეექვსე. დავით აღმაშენებელი
  • თავი მეშვიდე. დემეტრე და გიორგი III
  • თავი მერვე. თამარ მეფე
  • თავი მეცხრე. მონღოლთა შემოსევა
  • თავი მეათე. გაყოფილი სახელმწიფო
  • თავი მეთერთმეტე. თემურ-ლენგი და საქართველოს დაშლა
  • თავი მეთორმეტე. ძმათაკვლა
  • თავი მეცამეტე. მეფე თეიმურაზ I
  • თავი მეთოთხმეტე. თეიმურაზ უმიწაწყლო
  • თავი მეთხუთმეტე. XVIII საუკუნე
  • თავი მეთექვსმეტე. რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის დაპყრობა
  • თავი მეჩვიდმეტე. სოლომონ მეფის აღსასრული
  • თავი მეთვრამეტე. მეფისნაცვლობა
  • თავი მეცხრამეტე. რეაქცია და რევოლუცია
  • თავი მეოცე. დამოუკიდებლობა
  • თავი ოცდამეერთე. გასაბჭოება
  • თავი ოცდამეორე. სტალინის შემდეგ
  • თავი ოცდამესამე. დამოუკიდებლობის აღდგენა
  • ილუსტრაციები
  • ბიბლიოგრაფია
  • ქრონოლოგია
  • რუკები
  • სქოლიო