კალათა

დეტალურად

ზვიად კვარაცხელიას ეს წიგნი შიშსა და იმედზეა. საშიშია, როცა გახლეჩილი, ორ ნაპირად ქცეული ქვეყნის შვილი ხარ; როცა ყოველ მხარეს, საითაც არ უნდა გააწვდინო მთხრობელის თვალი, თავისი სიმართლე აქვს და სიმართლის სახელით ატეხილი შინაომი თავადაა ამქვეყნად ყველაზე მრისხანე უსამართლობის საწინდარი. საშიშია, როცა ადამიანად ქცევის – მწიფობის პროცესი ისე გვიანდება, სულიდან ჯერ ყიფლიბანდიც არ აგშრობია, ვერა და ვერ გამოგიღწევია იმ მყიფე გარსიდან, რომელიც ამ პროცესს მუდმივად აფერხებს. თუმცა მაინცაა იმედი, ეს ტკბილი და ბავშვური ადამიანური ახირება... ეს მწერლური ახირება – იმედი მომავლის სიკეთისა. იმისაც, რომ ადამიანის გადარჩენა მისივე სულის ყიფლიბანდში ძევს, როგორც ყველაზე კამკამა დასტურში ბუნებასთან, უზენაესთან სამუდამო კავშირისა, როგორც მყიფე და გამჭვირვალე მანძილში – ფესვიდან კენწერომდე, წინაპრიდან შთამომავლამდე. ალბათ ამიტომ, წიგნს „ყიფლიბანდი“ ჰქვია. წაკითხვა სავალდებულოა – ყველას თავისი მყიფე გარსი აქვს, კარგია, როცა მასზე დაფიქრდები და აწმყოს გავლით, ფესვიდან ზეცამდე თვალს გააპარებ.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • მემაწვნე გოგია
  • ყიფლიბანდი
  • დიდი ყურულთაი
  • ექსპედიცია ადრიან დილით
  • ერთი მწიკვი სიმართლე
  • ხარი ხანისთვის
  • სიტყვები ვერცხლისფერი დოქიდან
  • მელქიორის ჯვარცმა
  • კიბეზეც ციოდა, სხვათა შორის...
  • აღსრულებამდე
  • მაგანა
  • ყავისფერი ბოტები
  • ბიმი
  • ჯერჯერობით უსათაურო
  • ფუკა
  • თქვა ბნელმან არაკი
  • თელოღურელ!
  • თავიბოლო ზღაპარი
  • დახუჭობანა
  • ბებოს წმინდა წერილი
  • არტის არსი
  • ფესვები და შვილები
  • OKUL DEFTERI
  • გეგე მუკბანიანის სანობელო სიტყვა
  • შეკვეთილი წირვა