ანიეს დეზარტი თანამედროვე ფრანგი მწერალია, რომელიც წერს ბავშვებისთვისაც და დიდებისთვისაც. დღეისთვის იგი 45 წიგნის ავტორია. ეწევა ასევე მთარგმნელობით საქმიანობას. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული ჯილდო. 2015 წლიდან არის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი. „არ მიყვარხარ, პაულუს“ ანიეს დეზარტის ერთ-ერთი გახმაურებული საყმაწვილო რომანია, სადაც ავტორი მთავარი პერსონაჟის ხმით გვიყვება მოზარდების პირველი ემოციებით გამოწვეული დაბნეულობის, მეგობრობის, მათ მიერ დანახული უფროსების, სკოლის ცხოვრების შესახებ. რომანი განკუთვნილია 12-18 წლის მოზარდებისთვის.