კალათა

დეტალურად

რომან „გახლეჩილი აპრილის“ მთავარმა გმირმა, ალბანეთის მთიანეთის მკვიდრმა, 26 წლის ჯორჯ ბერიშამ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ადათების კოდექსის, „კანუნის“, უმკაცრესი წესების თანახმად მოკლული უფროსი ძმის სისხლი უნდა აიღოს – გზაზე ჩაუსაფრდეს მკვლელს და თოფი ესროლოს. ამ წესს რომ აღასრულებს, 30 დღის გასვლის შემდეგ თავად ის უნდა მოკლას მოსისხლე ოჯახის წევრმა და ასე დაუსრულებლად... ამ დროს ზეგანზე ეტლით მოგზაურობს ქალაქელი ახალგაზრდა წყვილი, რომლებიც თაფლობის თვეს ატარებენ და თან მთის მკაცრ ადათ-წესებს შეისწავლიან. პატარძლისთვის ეს საშინელი წესები მიუღებელია. ქმრის მონათხრობი მისთვის რეალურ სახეს მაშინ იღებს, როდესაც გზაზე გადაეყრებიან რომანის მთავარ გმირს და მათი მზერა ერთმანეთს შეხვდება... – ისმაილ კადარე (დ. 1936 წ.) სახელგანთქმული ალბანელი პროზაიკოსი და პოეტია. მსოფლიოში აღიარებულ მის რომანებს მიღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურული ჯილდოები: ჩინო დელ დუკას (1992), ბუკერის (2005 ), პრინც ასტურიელის (2009), იერუსალიმის (2015) პრემიები. რამდენჯერმე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე. ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა ისმაილ კადარეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რომანს „გახლეჩილი აპრილი“ (1978).
  • თავი I
  • თავი II
  • თავი III
  • თავი IV
  • თავი V
  • თავი VI
  • თავი VII
  • სქოლიო