ლინდა მარია ბაროსი, რუმინული წარმოშობის თანამედროვე ფრანგი პოეტი, მთარგმნელი და ესეისტია. იგი დღევანდელი საფრანგეთის ერთ-ერთ წამყვან ლიტერატურულ ხმას წარმოადგენს. ლინდა მარია ბაროსმა დაამთავრა ბუქარესტისა და პარიზის სორბონის უნივერსიტეტები, დღეს შედარებითი ლიტერატურის დოქტორია. 2014 წლიდან ლინდა მარია ბაროსი არის გიიომ აპოლინერის პრემიის ჟიურის გენერალური მდივანი. იგი არის ასევე საფრანგეთის პენ-კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, მალარმეს აკადემიის წევრი და მალარმეს პრემიის ჟიურის წევრი, საგამომცემლო სახლის „ლა ტრადუკტიერის“ დირექტორი, ხოლო 2024 წლის ივლისიდან გახდა ასოციაცია „პოეტების გაზაფხულის“ მხატვრული ხელმძღვანელი. ლინდა მარია ბაროსის კალამს ეკუთვნის ექვსი ლექსების კრებული, რომლებიც ორმოც ენაზეა თარგმნილი. მისი ლექსები სავსეა მოულოდნელობებით, სადაც ფაქიზი ოცნებები და ბასრი ფრაზებია ერთმანეთს შერწყმული. მისი ერთ-ერთი ლექსი შესულია სასკოლო სახელმძღვანელოში, ხოლო ამონარიდები მისი ლექსებიდან ამშვენებს უამრავ მაისურს, პონჩოს, კაბას, ქოლგას, სკამს, ფეხსაცმელს, შენობების კედლებს, რამდენიმე მათგანზე დაწერილია მუსიკაც. ლექსების კრებული „სამართებელივით მრავალშრიანი სახლი“ 2006 წელს გამოქვეყნდა. მასში შემავალი ყოველი ლექსი სასტიკი და ამავე დროს მშვენიერია: ისინი გვიყვებიან სიმახინჯეზე, ოღონდ ძალიან ლამაზად; გვახსენებენ შემზარავს, ოღონდ ბრწყინვალედ; გვაზიარებენ დიდებულებას, რომელიც ცოტა აბსურდულიცაა და ცოტა პათეტიკურიც. 2007 წელს კრებულმა გიიომ აპოლინერის პრემია მიიღო.
- პროლოგი
- I. ზღურბლი
- თუკი კარის ზღუდარი თავს მოგჭრის, ეს ცუდის ნიშანია
- II. კარი
- კარში გასაღები იკვამლებოდა
- ჩიტისსახიანი კარი
- III. იატაკი
- იქ, სადაც სახლის კედლები იკვრება
- სარიკიოისპერანგი, ენისალასნადირი
- ფატა-მორგანა
- IV. მაგიდა
- საფოსტო ჩანთები
- V ასო-ბგერა ნევროტულია
- მკერდი და საუღლე ვენა
- მაღაროს ცხენები
- V. ფანჯარა
- ნესტოების ხაფანგში
- კედლების არარსებობა უცნაურ ფორმებს იღებს
- Q. H. S.
- ზედაპირის წნევა
- ბაღებით სრულდება შემოდგომა
- VI. კედლები
- თავშავას ნაჯახი, ჯალათის შაშვი
- გენეზისი
- ტყვიაგაუმტარი პერანგი
- ლევიტაცია. ლურსმნები.
- ძმის გაყიდვა
- მოძრაობის მექანიკა
- VII. სახლი
- აირწინაღი
- სასთუმლის ქვეშ მუდამ უნდა გქონდეს ბოთლი საწვავით
- ჩარდახის ქვეშ, ყელის ქვეშ...
- პერიფერიული გზა
- სიტყვების მთავარი სალარო
- ღამის ძუკნა
- სიყვარულზე და ციანიდზე
- ეპილოგი
- სქოლიო