ყველაზე თანმიმდევრულად საბჭოთა ეპოქა მაინც დროს ებრძოდა. ამიტომაც მას ეშინოდა ინტერპრეტაციის, რომელიც საუკუნეთა ჭრილში ტექსტის ცხოვრების დანახვის უნიკალური საშუალებაა. სხვა სიტყვებით, ესაა აზრის მარადიული მოძრაობა კლიშეებისა და სტერეოტიპების დასაძლევად. ინტერპრეტაცია სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი აზროვნების ერთგვარი კოდი. მისი მოპოვება კი ისეთ სერიოზულ ცნებებს უკავშირდება, როგორიცაა თვითმოქმედება, ინიციატივის გამოჩენა, გონებრივი სიფხიზლე, ნაცვლად ინერტულობისა და შემგუებლობისა. შეიძლება სამყარო ვერ შეცვალო და ამის პრეტენზია, ალბათ, არც უნდა გქონდეს, მაგრამ რწმენა იმისა, რომ „ლიტერატურული სიტყვით შესაძლებელია შენი განცდების წინ წაწევა, განვითარება“, დიდი შვების მომტანია. მოკლედ, პოსტსაბჭოური ინტერპრეტაციული ნაკადის შესახებ შეიძლება ასეც ითქვას: იდევნებოდა გუშინ, სრულად აღდგა თავის კანონიერ უფლებებში დღეს და იმედია, ხვალაც მკითხველის გზამკვლევად დარჩება.
- კრიტიკული ესეები
- ხსოვნისა და დავიწყების ფანტომებში
- ფიქრების ამოცნობა მუსიკის თანხლებით
- წერა სიცოცხლის ფასად
- საფოს ვნებანი
- რომანი ორ „საბას“ შუა
- კალმის უჩინარი
- რჩეულა
- აკაკი ბაქრაძე
- საგა საბჭოთა პოეტზე
- მწერალი და გაჩერებული დროის ქვეყანა
- კატასტროფის საუკეთესო მონტაჟისთვის
- „მკვლელი“ ტექსტების აუტანელი ხიბლი
- ვიქტორ ეროფეევი: მე მოვკალი მამაჩემი!
- კულტურის ეკოლოგიისთვის
- ქართული ამბავი ღია ფინალით
- ევკალიპტი, ვაზი და საკურა
- ჟოზე სარამაგუს „ობსკურის კამერა“
- როგორც კლასიკა, როგორც მეტაფორა
- ვაჟას სულეთი, როგორც ცირკულარული დროის ტოპოსი
- აკაკი წერეთელი და ქართული მწერლობის პროფესიონალიზაციის პროცესი
- მზერის გადანაცვლება
- შემოქმედებითი პროცესის რეკონსტრუქცია აკაკი წერეთლის „აღმართ-აღმართისა“ და გალაკტიონ ტაბიძის „მთაწმინდის მთვარის“ მიხედვით
- ნიკო ლორთქიფანიძე, მიხეილ ჯავახიშვილი – შეხვედრა ერთ სივრცეში
- პორტრეტი ახლო ხედიდან
- სქოლიო