კალათა

დეტალურად

ლიქენების შვილები

მაია კუზინო მოლენი

გამომცემლობა აგორა

მთარგმნელი მერაბ მიქელაძე

პოეზია

თარგმანი ფრანგულიდან

მაია კუზინო მოლენი კანადელი აბორიგენი პოეტია. იგი დაიბადა 1975 წელს მინგანში. მისი ბიოლოგიური მშობლები ინუს ტომის მკვიდრნი, ხოლო აღმზრდელი მშობლები კვებეკელები არიან. გოგონას აღზრდის პერიოდში მის ბიოლოგიურ და აღმზრდელ მშობლებს შორის კავშირი არასოდეს გაწყვეტილა. მაია კუზინო მოლენმა დაამთავრა ლავალის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში მოღვაწეობა დაიწყო ავტოქტონური მოსახლეობის დასაცავად. შემდეგ იგი კიდევ უფრო აქტიური გახდა. ამავე დროს, იგი ძალას იკრებდა, როგორც პოეტი. მის კალამს ეკუთვნის ნოველები, საბავშვო ნაწარმოები, თუმცა მან სახელი მოიხვეჭა თავისი პოეტური კრებულით „ლიქენების შვილები“, რომელსაც 2022 წელს გენერალური გუბერნატორის პრემია მიენიჭა, როგორც წლის საუკეთესო პოეტურ კრებულს. კრებულში „ლიქენების შვილები“ პოეტი დარდითა და ტკივილით გადმოსცემს რასიზმით დადაღულ თავის ცხოვრებას, საუბრობს ერთმანეთისგან განსხვავებულების თანაარსებობაზე, გამძლეობაზე, ცდილობს დაუბრუნდეს ბუნებას, მიუახლოვდეს ფესვებს, მშობელ მიწას და გააცოცხლოს ინუს კულტურა.
  • წინასიტყვაობა
  • ლიქენების შვილები
    • ნიპენ იშქუე
    • შენ არ გაქვს სახელი
    • პოეტესა ინუ
    • სედნას თვითმკვლელობა
    • სიარული ჟოზეფინასთან ერთად
    • მე მახსოვს
    • ატიკუ /კარიბუ
    • დროპადი და ჩაკაპეში
    • „ეს ინდიელი გოგოა, ჰოდა არა უშავს“
    • მარტოობა
    • დროპადი და ჩიშიკუშკუე
    • მე ვეძებ
    • ქალი და მზე
    • სინათლე
    • გზა ცრემლებისა
    • არ დაგავიწყდეს
  • ტყვია მარაგში
    • ხუთი კარგი რამ პანსიონატების შესახებ
    • დევნილობაში
    • მარაგში ტყვია შემინახე
    • ჩემს ქვეყანას ვძულვარ
    • კვებეკო გახსოვდეს
    • ესა
    • I can’t Breathe
    • ოდა ვულკანუსის ვაჟს
    • გადაადგილება თუ ძებნა
  • სქოლიო