წარმოშობით ქურთი მწერალი ბურჰან სონმეზი 1965 წელს დაიბადა ჰაიმანას რეგიონში, ცენტრალურ ანატოლიაში. განათლებით იურისტი, იგი ადვოკატად მუშაობდა სტამბოლში და სპეციალიზებული იყო ადამიანთა უფლებების საკითხებში. რამდენიმე პატიმრობისა და ციხეებში წამების შემდეგ, ის იძულებული გახდა დაეტოვებინა თურქეთი და დიდი ბრიტანეთისთვის შეეფარებინა თავი, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. შემდეგ თურქეთში დაბრუნდა და წერა განაგრძო. ის წერს იმას, რასაც ფიქრობს და მას გაბედული მწერლის სახელით იცნობენ. ბურჰან სონმეზს მიღებული აქვს სედათ სიმავის ლიტერატურული პრემია, ვაცლავ ჰაველის ფონდის პრემია, ორჰან ქემალის პრემია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ლიტერატურული პრემია. 2021 წლიდან იგი არის პენ-ცენტრების მსოფლიო ასოციაციის, PEN International-ის პრეზიდენტი. გამომცემლობა აგორამ რამდენიმე წლის წინ გამოსცა მისი ცნობილი რომანი „სტამბოლი“. ამჯერად მკითხველებს ვთავაზობთ რომანს „ლაბირინთი“, რომლის მთავარი გმირი მეხსიერებადაკარგული მუსიკოსი ეძებს საკუთარ თავს, თუმცა ვერ გადაუწყვეტია, რა ჯობს – აღუდგეს მეხსიერება თუ აღარასოდეს გაახსენდეს საკუთარი წარსული.
- ნახტომი ბოსფორის ხიდიდან
- ობობას მსგავსად, რომელიც თავის ქსელს არასდროს ტოვებს
- შინ ყოველთვის ერთი და იმავე გზით არ უნდა დაბრუნდე
- მისი კედლები აგურითაა ნაშენები, მისი სახურავი – ოცნებებით
- შენ ხარ ღამის ქუჩებში მარტოდმარტო მოხეტიალე ადამიანი
- სანამ ამ სიტყვას იპოვი
- ერთი კბილის გამოცვლა კბილანაში