ანდრე ა. მიშო თანამედროვე კანადელი ფრანგულენოვანი მწერალია, დეტექტივების, ფსიქოლოგიური რომანებისა და პიესების ავტორი. დამთავრებული აქვს ფილოსოფიის, კინოს და ლინგვისტიკის ფაკულტეტები ლავალის უნივერსიტეტში, მაგისტრატურა ლიტერატურის დარგში მონრეალის უნივერსიტეტში. ორჯერ აქვს მიღებული კანადის გენერალური გუბერნატორის პრემია, მათ შორის ერთხელ რომანისთვის „ბონდრე“. მიღებული აქვს ასევე რენგეს, სენ-პაკომის, არტურ-ელისის, კოლეჯის მოსწავლეთა, მატილდ-მასეს ბიბლიოთეკის, რივაჟის წიგნის მაღაზიათა, მუსა კონატეს ლიტერატურული პრემიები, საფრანგეთის რკინიგზელთა მიერ გაცემული დეტექტივის პრემია, ლიონის დეტექტივების ფესტივალის მკითხველთა პრემია (Quai du polar). რომანში „ბონდრე“ მოთხრობილი ამბები 1967 წლის ზაფხულში ვითარდება, ტბის პირას, სადაც ზაფხულობით დამსვენებლები ჩადიან. ეს პატარა საზაფხულო საზოგადოება ორენოვანია, კვებეკიდან ჩამოსულები ფრანგულად მეტყველებენ, ამერიკიდან ჩამოსულები – ინგლისურად. ენის ბარიერის მიუხედავად, ისინი ერთიანდებიან საერთო უბედურების გამო, რომელიც თავს დაატყდება მოზარდების სილაღით, სილამაზით, უზრუნველობით, სითამამით, თავხედობით, და მაინც ჯერ კიდევ ბავშვური ფიქრებით აღსავსე ცხოვრებას. ამ რომანის გამოქვეყნების შემდეგ, ანდრე ა. მიშოს „დეტექტივების პრუსტი“ შეარქვეს.
- პიერ ლანდრი
- ზაზა
- ზაზას შემდეგ
- სისი
- ფრენჩი
- ფრენჩის შემდეგ
- ლამარის შემდეგ