კალათა

დეტალურად

შვეიცარიელი პროზაიკოსი, პუბლიცისტი, დრამატურგი და მხატვარ-იმპრესიონისტი ფრიდრიხ იოზეფ დიურენმატი (1921–1990) ფსიქოლოგიური დეტექტივის ერთ-ერთი გამორჩეული ოსტატია. დაამთავრა ციურიხისა და ბერნის უნივერსიტეტები, სადაც ფილოსოფიას, ფილოლოგიას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ხელოვნების ისტორიას და ფერწერას სწავლობდა. 1950 წელს დაწერილი მისი კრიმინალური რომანი „მოსამართლე და მისი ჯალათი“ დღეს გერმანულ სკოლებში სავალდებულო საკითხავში შედის. მოგვიანებით დიურენმატმა თავისი შემოქმედებისთვის პრემიები და პრიზები მიიღო, მათ შორის იყო შილერის დიდი ლიტერატურული პრემია და ბუბერ-როზენცვეიგის მედალი. 1969 წელს ტემპლის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭეს.
  • ავარია
  • აღთქმა
  • მოსამართლე და მისი ჯალათი