რა აშორებს და აკავშირებს დედებსა და ქალიშვილებს? რა არის მათ შორის ყველაზე ფაქიზი და, იმავდროულად, უმტკიცესი კავშირის საფუძველი? რა იცვლება მათ ურთიერთობაში გზადაგზა, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე? რას აღმოვაჩენთ, როცა უკან გავიხედავთ და ვეცდებით, თავიდან დავი ნახოთ და ვიგრძნოთ უკვე ნანახი და განცდილი ამბები? ანი ერნოს დედა სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელი ალცჰაიმერით იყო დაავადებული. „ქალი“ მისი ამბავია – ამაფორიაქებელი და ღრმად ემოციური ამბავი დედებსა და შვილებზე, ახალგაზრდობასა და სიბერეზე, ხსოვნასა და დავიწყებაზე. ამ ამბის მოყოლა მწერლისთვის აღმოჩნდა გზა, თვითონ „ემშობიარა“ დედა – ეპოვა ის, ვინც შეაკავშირებდა ამ ყველაფერს, ეპოვა ქალი თავის დედაში.