კალათა

დეტალურად

ეს ეგეოსის ზღვის სურნელით გაჟღენთილი რომანი სამი გოგოს, სამი განუყრელი მეგობრის ფიქრებსა და ოცნებებზე, სოციალური ნორმების მიმართ პროტესტზე, სიყვარულზე, ამბოხსა და შეგრძნებებზეა; იმაზე, თუ როგორ იზრდებიან გოგოები თბილისში, როგორ ყალიბდება მათი შინაგანი „მე“. ისინი პირობას დებენ, რომ არასდროს შექმნიან ოჯახს და არავის, არასდროს შეიყვარებენ ისე, რომ საკუთარ პრინციპებს უღალატონ. თუმცა... სიყვარული მოდის, მოდის თავისი სიმძაფრითა და ცრემლით. მთავარი გმირები მკითხველს თავბრუდამხვევი და სიგიჟეებით სავსე თავგადასავლისკენ უხმობენ.
  • გოგოები, რომლებიც სამყაროს დამარცხებას ცდილობენ
  • შესავალი
  • გოგოების დღეები, ლუ რიდი და მოძრავი ხე!
  • შოკოლადის ნამცხვარი თუ გაწონასწორებული მაფინი?
  • ეგეოსის ზღვა და მისი სუნი!
  • გრეგორი და ცისფერი მე!
  • მე – ასოციალური თევზი
  • გრეგორი vs ბროკოლი
  • Google search!
  • ღმერთობის სინდრომი
  • გრანკაფეში
  • თვითგვემა
  • ამაღლებული!
  • ვარდისფერი ღამურები
  • აფეთქებული ატმის ყვავილისფერი
  • პატარა გოგო
  • ბამბუკის ნავი
  • გაიხადა!
  • წავიდეთ
  • წერილი მომავალს
  • ჰეპი ენდ!