ეს ნოველები ცხოვრებისეულ შემთხვევითობებზეა. მაგრამ მართლა არსებობს შემთხვევითობები? იქნებ ისინი მათი მოხდენის სურვილის შედეგია? ფრანსუა კოტინის სურს თვალი აგვიხილოს და დაგვანახოს არსებობის საოცარი, მაგიური მხარე. იგი ფიქრობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუკი გულით გწადია. მან იცის, თვალნათლივ როგორ დაინახოს სურვილი, რომელიც დაიბადა იმისთვის, რომ განხორციელდეს. მისი ნაწერები გაჯერებულია იუმორით, სულიერებითა და ფანტაზიით. ისინი ფანტასტიკის სფეროსაც სწვდება და მოულოდნელ ვარდნებსაც გვთავაზობს. კრებული ილუსტრირებულია ირაკლი ნასიძის მიერ. მხატვარმა და შემოქმედმა ზუსტად გადმოსცა ავტორის ნააზრევი, რაც უდავოდ მისი სხარტი და თამამი მონასმის დამსახურებაა, საიდანაც სისადავენარევი ელეგანტურობა გამოსჭვივის. იგი ყველაფერს ისე ახვევს აბსტრაქციაში, რომ არ კარგავს რეალობის ძაფს. ფრანსუა კოტინი განათლებით ინჟინერი და დიდი შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული ადამიანია. ამ ნიჭს იგი უშურველად იყენებს ყველა თანამდებობაზე, სადაც მუშაობა უწევს (ეს იქნება დაწესებულების ხელმძღვანელი, საზოგადოების ადმინისტრატორი თუ სხვ.). თავის ძირითად საქმიანობასთან ერთად, იგი წერს ნოველებსა და პოეტურ ტექსტებს. წინამდებარე კრებულში მისი რჩეული ნაწერებია შესული. ირაკლი ნასიძე არის მხატვარი და შემოქმედი, ფრანგული მაღალი მოდის „მეტრი“. იგი პირველი ქართველი დიაზინერია, რომელიც 90-იან წლებში მშობლიური ქალაქის, თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მოდის მექად აღიარებულ პარიზში გაემგზავრა, 2002 წელს კი პარიზის მოდის მუზეუმში, Palais Galliera-ში პირველი კოლექციის ჩვენება გამართა, მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში. სწორედ აქ დაიმკვიდრა თავი ხელოვანმა, შექმნა თავისი სტილი და სახელი (ფრანგული ბრენდი) – IRAKLI. ამჟამად დიზაინერი სამ ქვეყანაში მოღვაწეობს – საფრანგეთში, საქართველოსა და ჩინეთში.
- ფრანსუა კოტინი
- ირაკლი ნასიძე
- რით არ ვარ ქართველი?
- ნოველები
- დიეზის ძალა
- რა ბედი ეწია მამაჩემს?
- ესპერლუეტი
- ოთხთა ბანდა
- კაცი, რომელსაც უყვარდა...
- სამეფო ხეების გარეშე
- სოფლის ამბები
- უცნაური კონკლავი
- ავტომატი
- ქალიშვილი მუზეუმიდან
- მარიამის ჯოკერი
- ფურისულას სასაფლაო
- სულის წონა
- მკვდარი ვარ, დიახ, მკვდარი
- ეგოთა ომი
- ლაპარაკობს ალფა 001
- აზრები
- დუმილი
- თანადგომა, მეგობრობა, სიყვარული
- გიყვარდეს და აღასრულე შენი ვალი
- იმ დღეს, როდესაც...
- მოგზაურო, უცნობო მეგობარო
- შამანი
- მადლობა ვუხდით
- კატასტროფა!