კალათა

დეტალურად

„ბუტა რობაქიძე“, „აფრასიძეების საქმე“, „რეალობა გისოსებს მიღმა“, „დედიკო, დედიკო, რატომ დაიწყო ომი?“, „ნარკომანიის უფსკრულში“, „დაკარგული თაობა“, „წერილი პრეზიდენტს“, „ცა, რომელიც ჩვენი სახლის ფანჯრიდან ჩანს“... ალბათ, ხვდებით, ეს იმ მოთხრობათა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც წაიკითხავთ ამ წიგნში. წიგნი წერილების სახითაა გადმოცემული. ავტორი თავის მეგობრებთან ერთად გვიყვება იმ შემზარავი და საშინელი რეალობის შესახებ, რაც საკუთარ თავზე გამოსცადა ქართულ ციხეებში, სადაც ათწლიან სასჯელს იხდიდა „მარიხუანის“ მოხმარების გამო. ეს წიგნი, ზოგადად, პროტესტია ყოველგვარი ძალადობის, უსამართლობის წინააღმდეგ და ეძღვნება ავტორის ციხეში დაღუპულ მეგობრებს, ასევე – ყველა უსამართლოდ რეპრესირებულ ადამიანს. ეს ჩვენი ისტორიაა, თქვენი მამების, ძმების, შვილების ისტორია და გვინდა, აღარასოდეს განმეორდეს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინასიტყვაობა
  • პროლოგი
  • ჯოჯოხეთი დედამიწაზე (ჩვენთან არს ღმერთი!)
  • სატანის სიცილი (საკანი №44)
  • დამსხვრეული ოცნებების სასაფლაოზე
  • ომი დაიწყო
  • დედიკო, დედიკო, რატომ დაიწყო ომი?
  • სიგიჟის ზღვარზე (რეალობა გისოსებს მიღმა)
  • ხაზები თვალების უპეებთან (თვეში ერთხელ, ერთი საათით)
  • მოგონებები ჯოჯოხეთში
  • დაკარგული თაობა
  • სასამართლოზე (წართმეული, მოპარული ცხოვრება)
  • გლდანის ციხე. № 271 (ყოფილი პატიმრის ჩანაწერებიდან)
  • თუ უყვარხარ, 10 წელსაც დაგელოდება
  • აპატიოს ღმერთმა, ჩვენ არაფერს ვპატიობთ...
  • გაუპატიურება, თუ 20 წელი ციხე?
  • სიკვდილის ველი
  • ელი, ელი, ლამა საბაქთანი? ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?
  • წერილი პრეზიდენტს
  • ნარკომანიის უფსკრულში
  • ცა, რომელიც ჩვენი სახლის ფანჯრიდან ჩანს
  • თბილისში წვიმდა
  • ბუტა რობაქიძე
  • აფრასიძეების საქმე (სვანეთში თოვდა)
  • გზა
  • მე ერთი სიცოცხლე მაქვს
  • მისია (თამაზ ელიზბარაშვილი)
  • ეპილოგი
  • ამონარიდები საქართველოს კონსტიტუციიდან:
  • ამონარიდები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან