კალათა

დეტალურად

ჩემ გარდა არავინ მომკვდარა

ტომა გუნზიგი

გამომცემლობა აგორა

მთარგმნელი თამარ ხოსრუაშვილი

მცირე პროზა

თარგმანი ფრანგულიდან

ტომა გუნზიგი (1970-) თანამედროვე ბელგიელი მწერალია. წერს რომანებს, ნოველებს, სცენარებს, პიესებს. პირველი ნოველების კრებული 1993 წელს გამოაქვეყნა. იგი ათი წლის განმავლობაში მუშაობდა ბრიუსელის წიგნის მაღაზიაში „ტროპიზმები“. შემდეგ გახდა ლიტერატურის მასწავლებელი ლა-კამბრის და სენ-ლიუკის ხელოვნების უმაღლეს სკოლებში. 2006 წლიდან მიჰყავს რადიოგადაცემა „ლექსიკონების თამაში“ (რადიო პირველი), ტელეგადაცემა „ძალაუფლების კაბინეტები“ (პირველი არხი) და ხდება გაზეთ „საღამოს“ ჟურნალისტი. 2010 წლიდან მიჰყავს ასევე რუბრიკა „პრესის ყავა“ რადიოგადაცემაში „პირველის დილა“, სადაც წარადგენს დღის სტუმარს. ტომა გუნზიგის შემოქმედება შავი იუმორით გამოირჩევა. თავისი ნაწარმოებებისთვის მიღებული აქვს როსელის, ფილიგრანის და გამომცემლობების ლიტერატურული პრემიები, ასევე მაგრიტის პრემია საუკეთესო სცენარისთვის. კრებულის „ჩემ გარდა არავინ მომკვდარა“ ნოველებს მკითხველები შეჰყავს წესრიგდაშლილ, დარღვეულ სამყაროში და აჩვენებს ომს, სექსს, რასიზმს, წამებას, სისასტიკეს, მარტოობას… მთელ ამ სიგიჟეს ავტორის შავი იუმორი ანათებს.
  • გაფრთხილება
  • სერიული მკვლელის სამმაგი გენეზისი ნებაყოფლობითი, ძალდატანებითი და სოციალური გარიყვის მოდელების მიხედვით
  • საჰაერო ნათლობა
  • განადგურების ტექნიკის რეპეტიცია
  • აგვისტოს თვეში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა
  • უფლის ლამაზმანი
  • უთავო ადამიანების ალისფერი სამყარო
  • წელიწადის ყველა დროზე გადანაწილებული დაუნდობელი სიმართლე
  • ჩემ გარდა არავინ მომკვდარა
  • ტყეების მწველი სიცოცხლე
  • სიცოცხლე ჰორიზონტის გარეშე
  • ცეცხლის ასოებით უფლის ზეცაზე
  • დიდება და ბრაზი ზედა სართულის უბადრუკ პატარა ბინაში