იუჰან ავგუსტ სტრინდბერგი (1849-1912) სკანდინავიური და ზოგადად, მსოფლიო მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. დაიბადა 1849 წელს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში. პიესებით „ფრეკენ ჟული“ და „ზმანება“ სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი როგორც მსოფლიო თეატრის, ისევე ლიტერატურის ისტორიაში. უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებად ითვლება მისი საეტაპო მნიშვნელობის რომანები - „ჰემსელები“ და „წითელი ოთახი“, რომელთა გამოცემის შემდეგ სტრინდბერგი დამსახურებულად მიიჩნევა ნატურალიზმისა და ექსპრესიონიზმის ერთ-ერთ პირველ წარმომადგენლად მსოფლიო ლიტერატურაში… „წითელი ოთახი“, როგორც სტრინდბერგის მთელი ლიტერატურული მემკვიდრეობა, მნიშვნელოვნად ეყრდნობა ავტორის პირად გამოცდილებას. სტოკჰოლმში დღესაც არსებობს ის რესტორანი და წითლად შეფერილი ოთახიც, რომელშიც რომანის პერსონაჟები სასაუბროდ იკრიბებოდნენ. ნაწარმოების მთავარი გმირი, მწერლობასა და ჟურნალისტობაზე მეოცნებე ახალგაზრდა იდეალისტი არვიდ ფალკია, მას მუდმივად ტანჯავს შვედურ საზოგადოებაში ფესვგადგმული პირფერობა, ფარისევლობა და კორუფცია, რომელიც გამეფებულია ყველგან – პოლიტიკაში, ბიზნესში, თეატრსა თუ გამომცემლობაში. არვიდ ფალკის ერთადერთი თავშესაფარი სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე რესტორნის წითლად შეფერილი ოთახია, სადაც თანამოაზრეებთან, შვედეთის ბოჰემური წრის წარმომადგენლებთან საუბრობს გაუსაძლის გარემოზე.
- პირველი თავი. ციდან დანახული სტოკჰოლმი
- მეორე თავი. ძმები
- მესამე თავი. ლილიენსელი ახალმოსახლეები
- მეოთხე თავი. ბატონები და ძაღლები
- მეხუთე თავი. გამომცემელთან
- მეექვსე თავი. წითელი ოთახი
- მეშვიდე თავი. იესოს მიმდევარი
- მერვე თავი. ბედკრული სამშობლო!
- მეცხრე თავი. მიწერილობანი
- მეათე თავი. საგაზეთო სააქციო საზოგადოება „რუხი ლაბადა“
- მეთერთმეტე თავი. ბედნიერი ადამიანები
- მეთორმეტე თავი. საზღვაო სადაზღვევო საზოგადოება „ტრიტონი“
- მეცამეტე თავი. გზანი ბედისწერისანი
- მეთოთხმეტე თავი. აბსენთი
- მეთხუთმეტე თავი. თეატრალური სააქციო საზოგადოება „ფენიქსი“
- მეთექვსმეტე თავი. თეთრ მთებში
- მეჩვიდმეტე თავი. ადამიანური ბუნება
- მეთვრამეტე თავი. ნიჰილიზმი
- მეცხრამეტე თავი. ახალი სასაფლაოდან ნორბაკამდე
- მეოცე თავი. საკურთხეველთან
- ოცდამეერთე თავი. ადამიანი ზღვაში
- ოცდამეორე თავი. მძიმე დღეები
- ოცდამესამე თავი. აუდიენციები
- ოცდამეოთხე თავი. შვედეთის შესახებ
- ოცდამეხუთე თავი. შამათი
- ოცდამეექვსე თავი. კორესპონდენცია
- ოცდამეშვიდე თავი. გამოჯანმრთელება
- ოცდამერვე თავი. ხმა საიქიოდან
- ოცდამეცხრე თავი. რევიუ
- ეპილოგი „წითელი ოთახისთვის“ (რომელიც არასდროს დაბეჭდილა).
- სქოლიო