ჯალალ ედ-დინ მოჰამმად ბ. ბაჰა’ ად-დინ მოჰამმად იბნ ბალხი (1207-1273), რომელიც ასევე ცნობილია ზედწოდებით „მოულანა“ („ჩვენი ბატონი“) გამოჩენილი სპარსელი მისტიკოსი და პოეტი, მოულავიას სუფიური საძმოს დამაარსებელ-ეპონიმი და არაფორმალური ხელმძღვანელი – დაიბადა ბალხში (ჩრდილოეთ ავღანეთში) 1207 წლის 30 სექტემბერს და გარდაიცვალა კონიაში (მცირე აზიაში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) 1273 წლის 7 დეკემბერს. მასნავიე მა’ნავი (როგორც ტრადიციულად ქართულ აღმოსავლეთმცოდნეობაში იყო მიღებული „ზნეობრივი მესნევი“, წინამდებარე თარგმანით კი – „არსთა მესნევი“) პირველად გამოიცა ლონდონში 1925-1940 წლებში რვა ტომად. გამოცემას თან ახლდა პოემის ინგლისური თარგმანი და 25 632 ბეითს მოიცავდა. ეს არის მისტიკურ-დიდაქტიკური პოემა 6 დავთრად (რვეულად). რუმი პოემას კარნახობდა ჰოსამ ედ-დინ ჰასან ჩალაბის, რომელიც ტექსტს მრავალი წლის განმავლობაში იწერდა. ბოლო საავტორო რედაქცია კი შესრულდა 1272 წელს. მადლიერების ნიშნად, რუმიმ პოემა სწორედ ჰოსამ ედ-დინს მიუძღვნა. „მასნავი“ – ლექსის ფორმით შექმნილი ნამდვილი ენციკლოპედია სუფიზმისა – სპარსული მისტიკური პოეზიის მწვერვალია. თვითონ რუმის მიაჩნდა, რომ პოემის მეშვეობით ის ყურანის დაფარულ საზრისს გადმოსცემდა. ამ შედევრის შექმნის შემდეგ მრავალი საუკუნე გავიდა, მაგრამ მის პოპულარობას არათუ არაფერი დაჰკლებია, არამედ პირიქით, რაც დრო გადის, „არსთა მესნევის“ თაყვანისმცემელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.
- რედაქტორისაგან
- მთარგმნელის წინათქმა
- ავტორის შესავალი ხუტბა
- დასაწყისი
- აქა ამბავი სნეულ მხევალზე ხელმწიფის გამიჯნურებისა და მისი ჯანმრთელობისათვის გაწეული გარჯისა
- ბრძენთა უუნარობის გამჟღავნება მხევლის განსაკურნავად, ხელმწიფისაგან უფლის ტაძრად მიშურება და სიზმრად ერთი ღვთისკაცის ნახვა
- (მარჯვე შემთხვევათა გამგე უფლისაგან ყველა ვითარებაში ზრდილობის დაცვის შესაძლებლობის თხოვნა და უზრდელობის შედეგთა უდიდესი ზიანის განმარტება)
- მეფის შეხვედრა იმ მეგობართან, ვინც სიზმრად ანახვეს
- ხელმწიფისაგან იმ მკურნალის სნეულთან მიყვანა მისი მდგომარეობის გასაგებად
- ღვთისკაცის მიერ მეფისაგან განმარტოების თხოვნა მხევლის ჭმუნვის მიზეზის მოსაძიებლად
- ღვთისკაცისაგან სატკივრის შეტყობა და მისი სატკივრის მეფისთვის მოხსენება
- განმარტება იმისა, რომ მჭედლის მოკვლა და მისთვის საწამლავის მიცემა ღვთიური მინიშნებისამებრ აღსრულდა და არა – ანგარებითა თუ უკეთური განზრახვით
- იუდეველთა იმ ხელმწიფის ამბავი, რომელიც სიძულვილის გამო ხოცავდა ქრისტიანებს
- ვეზირისაგან მეფისათვის ფანდის სწავლება
- ვეზირისაგან ქრისტიანად თავის მოჩვენება
- ქრისტიანთაგან ვეზირის ზაკვის დაჯერება
- ქრისტიანთაგან ვეზირისადმი დამორჩილება
- ამბავი ხალიფასაგან ლეილის ხილვისა
- ვეზირის შურის გაცხადება
- გამოცდილ ქრისტიანთაგან ვეზირის ზაკვის შეტყობა
- ხელმწიფის საიდუმლო შენათვალი ვეზირთან
- ვეზირის მიერ ევანგელეს მცნებათა აღრევა
- განმარტებისათვის იმისა, რომ ჭეშმარიტების გზა ერთია და მხოლოდ იქამდე მისვლის ხერხები განსხვავდება
- განმარტება ზარალისა, რაც ვეზირს ამ ცბიერებით მოეწია
- ვეზირისაგან სხვა მზაკვრობის მოშველიება ხალხის დასაბნევად
- ვეზირის სიტყვა მიმდევართა მოსაცილებლად
- მიმდევართა დაჟინება, სიმარტოვე დაარღვიეო
- მიმდევართა უკმაყოფილება ვეზირის განმარტოების გამო
- ვეზირისაგან მარტოობის დათმობაზე მიმდევართა იმედის გადაწურვა
- ვეზირისაგან თითოეული გამგებლის ცალ-ცალკე მემკვიდრედ გამოცხადება
- ვეზირის თვითმკვლელობა სიმარტოვეში
- იესოს (მშვიდობა მას!) თემის მოთხოვნა გამგებლებთან, რომელია თქვენში მემკვიდრეო
- გამგებელთა უთანხმოება მემკვიდრის გამო
- იმ რჩეული გვამის თაყვანისცემა (ალაჰიმც აკურთხებს მას და გაუმარჯვებს!), რომელიც მოხსენიებული იყო სახარებაში
- ამბავი იუდეველთა მეორე ხელმწიფისა, რომელიც იესოს სჯულის ნაცარტუტად ქცევას შეეცადა
- იუდეველთა მეფისაგან კოცონის დანთება და კოცონის გვერდით კერპის დადგმა, რათა ვინც ამ კერპს თაყვანსა სცემს, ცეცხლს გადაურჩეს
- ბავშვის ამეტყველება ცეცხლის შუაგულში და ხალხის შეგულიანება ცეცხლში ჩავარდნისკენ
- პირის მობრეცა იმ კაცისა, რომელმაც მუჰამადის (მშვიდობა მას და კურთხევა ალაჰისა!) სახელი დაცინვით მოიხსენია
- იუდეველთა მეფის მიერ ცეცხლის გაკიცხვა
- იუდეველთა მეფის დაცინვა, უარი და ყურის არდაგდება თავისივე რჩეულთა რჩევისათვის
- ნადირთაგან სასოებისა და გარჯის დათმობის რჩევა ლომისათვის
- ლომის პასუხი ნადირთ და გარჯის სარგებლის განმარტება
- ცხოველთა მიერ სასოების დამჯობინება გარჯაზე
- ლომისაგან გარჯისა და ხვეჭის დამჯობინება უფლის სასოებასა და ბედისწერას მინდობაზე
- ნადირთაგან ღვთის სასოების დამჯობინება გარჯაზე
- ლომისაგან კვლავ გარჯის დამჯობინება სასოებაზე
- ნადირთაგან კვლავ სასოების დამჯობინება გარჯაზე
- აზრაილისაგან კაცისათვის შეხედვა და იმ კაცის გაქცევა სოლომონის სამფლობელოში გარჯაზე უფლის სასოების უპირატესობის დადასტურება და სიმცირე მცდელობის სარგებლისა
- ლომის მიერ კვლავ გარჯის სასოებაზე დამჯობინება და გარჯის სარგებელთა განმარტება
- გარჯის სასოებაზე დამჯობინების დადასტურება
- ნადირთაგან კურდღლის გაკიცხვა იმის გამო, რომ ლომთან წასვლა გააჭიანურა
- კურდღლის პასუხი ნადირთა მიმართ
- ნადირთაგან კურდღლის ნათქვამზე არდათანხმება
- კურდღლის ცოდნის მოხსენიება და ცოდნის უპირატესობისა და სარგებლის განმარტება
- ცხოველთა მიერ კურდღლისაგან მისი საიდუმლო ჩანაფიქრის გამხელის მოთხოვნა
- როგორ არ გაუმხილა კურდღელმა მათ თავისი საიდუმლო
- ამბავი კურდღლის ცბიერებისა
- ბუზის კნინი განმარტების ცდომილება
- ლომის ცმუკვა კურდღლის შეგვიანების გამო
- ისევ კურდღლის მოხერხების განმარტებისთვის
- კურდღლის მისვლა ლომთან
- კურდღლის მობოდიშება
- ლომის პასუხი კურდღელს და წასვლა მასთან ერთად
- ამბავი სოლომონისა და ოფოფისა და განმარტება იმისა, რომ ბედისწერის მოსვლისას ნათლად მხედველი თვალები იხუჭება
- ყვავის ცილისწამება ოფოფის ქადილისთვის
- ოფოფის პასუხი ყვავის ცილისწამებაზე
- ამბავი ადამისა (მშვიდობა მას) და იმისა, თუ როგორ აუბა თვალი ბედისწერამ აკრძალულის ღიად დაცვასა და ღვთიური შეგონების დათმობაზე
- კურდღლის ჩამორჩენა ლომის უკან, როს ჭას მიუახლოვდნენ
- ლომის შეკითხვა კურდღლის ფეხის ათრევის მიზეზისა
- ლომის ჩახედვა ჭაში და იქ თავისი და იმ კურდღლის ანარეკლის დანახვა
- კურდღლისაგან ნადირთათვის სამახარობლოს წაღება, ლომი ჭაში ჩავარდაო
- კურდღლის გარშემო ნადირთა თავშეყრა და მისი ქება
- კურდღლის რჩევა ნადირთ, ეს ამბავი ნუ გახარებთო!
- განმარტება ნათქვამისა: „მცირე ჯიჰადიდან დიდ ჯიჰადს დავუბრუნდით!“
- რომაელთა მოციქულის მისვლა მართლმორწმუნეთა მბრძანებლის, ომარის (ალაჰიმც იქნება კმაყოფილი მისით!) წინაშე და ნახვა ომარის (ალაჰიმც იქნება კმაყოფილი მისით!) სიქველეთა
- რუმის ელჩისაგან ხის ძირას მძინარე ომარის (ალაჰიმც იქნება კმაყოფილი მისით!) პოვნა
- რომაელთა ელჩის შეკითხვა ომარს (ალაჰიმც იქნება კმაყოფილი მისით!)
- ადამისაგან თავის დამცირების დამძიმება იმით, რომ უფალო, შევცოდეთო და შეითანისაგან თავისი ცოდვის დამძიმება იმით, რომ მაცდუნეო
- განმარტება სიტყვებისა: „ის თქვენთან არის, სადაც უნდა იყოთ!“
- რომაელთა ელჩის შეკითხვა ომარს (ალაჰიმც იქნება კმაყოფილი მისით!) ამ თიხასა და წყალში სულთა გამომწყვდევის შესახებ
- განმარტებისათვის ნათქვამისა: „ვინც ისურვებს ალაჰთან ჯდომას, თასავ ვუფის მიმდევრებთან დაჯდეს!“
- ამბავი ვაჭრისა, რომელსაც მისმა გალიაში დატყვევებულმა თუთიყუშმა სავაჭროდ წასვლის წინ ინდოეთის თუთიყუშებთან რაღაც დააბარა
- ღვთიურ გონთა ჩიტების ფრთათა ბუნებისათვის
- პატრონისაგან ინდოეთის ჩიტების ნახვა ველზე და იმ თუთიყუშის დანაბარების გადაცემა
- განმარტება ფარიდ ად-დინ ათარისთქმულისა (ალაჰიმც წმინდა ჰყოფს მის სულს!): „უგულისყუროვ, შენ ხარ სულის ბატონ-პატრონი, მიწის შუაში სვი ღვინის სისხლი, რადგან გულიანმა შხამიც რომ დალიოს, გოლეული იქნება!“
- ჯადოქართაგან მოსეს განდიდება (მშვიდობა მას!): „რას ინებებ? – პირველი შენ ისვრი კვერთხსა თუ ჩვენო...“
- ვაჭრის მიერ თუთიყუშისათვის მოთხრობა იმისა, რაც ინდოეთის თუთიყუშთაგან იხილა
- თუთიყუშის მიერ იმ თუთიყუშთა ქცევის გაგონება, თუთიყუშის სიკვდილი გალიაში და პატრონისაგან მისი დატირება
- განმარტება ბრძენის სიტყვებისა: „ის, რითაც გზიდან ჩამორჩები, გინდ ურწმუნოების სიტყვა ყოფილა და გინდ რწმენისა, რაც სატრფოს მოგაცილებს, გინდ უშნო ყოფილა ის ხატი და გინდა მშვენიერი“. და განმარტებისათვის მოციქულის სიტყვებისა: „ჭეშმარიტად, საყდი არის ეჭვიანი და მეც ვეჭვიანობ საყდზე. ალაჰი კი ჩემზე ეჭვიანია და თავისი ეჭვიანობის გამო აკრძალა სიძვანი, გინდ გარეგანი და გინდა შინაგანი“.
- მიბრუნება დიდვაჭრის ამბავთან
- ვაჭრისაგან თუთიყუშის გალიიდან გამოგდება და მკვდარი თუთიყუშის გაფრენა
- თუთიყუშის დამშვიდობება პატრონთან და გაფრენა
- ხალხისაგან თაყვანისცემისა და თითით საჩვენებლობის ზიანი
- განმარტება სიტყვებისა: „რაც ალაჰმა ინება – იქმნა!“
- ამბავი მოხუცი ჩანგის დამკვრელისა ომარის (ალაჰიმც იქნება კმაყოფილი მისით!) ხანაში, რომელმაც ღვთის გულისათვის შუა სასაფლაოზე დაუკრა ჩანგი გაჭირვებისას
- განმარტება ჰადისისა: „ჭეშმარიტად, აქვს უფალს თქვენი ჭირის დღეთათვის სულის მოთქმანი [391] და დაე, წინ ნუ აღუდგებით მათ!“
- აქა ამბავი იმისა, თუ როგორ ჰკითხა აიშამ (ალაჰიმც იქნება კმაყოფილი მისით!) მუსტაფას (ალაჰიმც აკურთხებს მას და გაუმარჯვებს!): დღეს წვიმიანი დღეა და რაკი სასაფლაოზე იყავ წასული, ტანსაცმელი სველი რად არა გაქვსო.
- განმარტება ბრძენის ბეითისა (ალაჰიმც იქნება კმაყოფილი მისით!):
- განმარტებისათვის სამოციქულო გადმოცემისა: „გაზაფხულის სუსხი მადლად მიითვალეთ..“ და ასე შემდეგ
- სიდიყეს (ალაჰიმც იქნება კმაყოფილი მისით!) შეკითხვა მუსტაფას (ალაჰიმც აკურთხებს მას და გაუმარჯვებს!), დღევანდელი წვიმის საიდუმლო რაღა იყოო?
- ჩანგის დამკვრელი ბერიკაცის ამბის გაგრძელება და მისი ხსნის განმარტება
- მხმობელის მიერ ომარისათვის (ალაჰიმც იქნება კმაყოფილი მისით!) სიზმრად ჩაგონება, ხაზინიდან რამდენიმე ოქრო მიეცი იმ კაცს, სასაფლაოზე რომ სძინავსო
- მომჩივანი ბურჯის კვნესა, როცა წინასწარმეტყველისათვის (ალაჰიმც აკურთხებს მას და გაუმარჯვებს!) მინბარი ააგეს და ჯამაათი მრავალრიცხოვანი გახდა, ბურჯმა დაიძახა: „მე შენს კურთხეულ სახეს ვეღარ ვხედავო!“ მოციქულისა და მისი მხლებლების მიერ ამ ჩივილის გაგონება. კითხვა მუსტაფასი (ალაჰიმც აკურთხებს მას და გაუმარჯვებს!) და მკაფიო პასუხი ბურჯისა.
- წინასწარმეტყველისაგან (ალაჰიმც აკურთხებს მას და გაუმარჯვებს!) სასწაულის ჩვენება და კენჭების ამეტყველება აბუ ჯაჰლის (წყეულიმც იყოს იგი!) ხელში და კენჭისაგან დამოწმება მუჰამადისა (ალაჰიმც აკურთხებს მას და გაუმარჯვებს) და მისი მოციქულობის ჭეშმარიტებისა
- ჩანგის დამკვრელის ამბის დასასრული და მართლმორწმუნეთა მბრძანებლის, ომარის (ალაჰიმც იქნება კმაყოფილი მისით!) მასთან შენათვალი იმისა, რაც მხმობელმა ჩამოსძახა
- ომარის მიერ (ალაჰიმც იქნება კმაყოფილი მისით!) მოხუცის მზერის გადანაცვლება ტირილის, ანუ ყოფიერების საფეხურიდან ჩაღრმავების საფეხურისაკენ
- განმარტება იმ ორი ანგელოზის ლოცვისა, რომელიც ყოველდღე ყოველი ბაზრის თავზე გაიძახის: „ღმერთო, მიეცი ყველა ხელგაშლილს სამაგიერო და ღმერთო, მიეცი ყველა ხელმოჭერილს ზარალიო“; ასევე განმარტება იმისა, რომ ის გამღები ჭეშმარიტების გზაზე მუყაითია და არა მფლანგველი ახირებისათვის
- ამბავი ხალიფასი, რომელიც სიქველეში თავის დროზე ჰათემ თაისაც კი აჭარბებდა და ბადალი არ ჰყავდა
- ამბავი ღარიბი ბედუინისა, ხელმოკლეობისა და სიღარიბის მიზეზით ცოლთან რომ გადახდა
- გაჭირვებულ მიმდევართა ამაო სასოება ყალბი თვითმარქვიების მიმართ, მათი მიჩნევა უხუცესებად, სჯულის მცოდნეებად და განღმრთობილებად, ვერგანსხვავება გადმოცემულისა ნაღდისაგან და ჩაკეტილისა ღიასაგან
- განმარტებისათვის იმისა, რაც იშვიათად მომხდარა, როცა ყალბი თვითმარქვიას მიმდევარი გულწრფელად ირწმუნებს, რომ იგი მართლაც დიდი ვინმეა და ამ რწმენით ისეთ საფეხურს მიაღწევს, რაც მის წინამძღოლს არც დასიზმრებია. მას წყალი და ცეცხლი ვერას ავნებს, მის მეთაურს კი ზიანს მიაყენებს. თუმცა ეს იშვიათზე იშვიათია
- ბედუინისაგან ცოლისათვის მოთმინების ბრძანება და ქალისათვის თმენისა და სიღარიბის უპირატესობის განმარტება
- ცოლის რჩევა ქმარს, შენი ადგილისა და მდგომარეობის შესაფერის სიტყვაზე მეტს ნუ იტყვი; „რატომ არ იქმთ იმას, რასაც ამბობთ“, მართალი სიტყვებია, მაგრამ უფლის სასოების ეს საფეხური შენი არ არის. შენი საფეხურის ზემოთ სიტყვის თქმა და საშენოდ მოშველიება კი საზიანოა და „დიდია ცოდვა ალაჰის წინაშე“ გამოვაო
- ქმრის რჩევა ცოლს – ღარიბებს ქედმაღლურად ნუ გადახედავ, ჭეშმარიტების საქმეს სრული გუმანით ჭვრეტდე და ნუ გაკიცხავ ღარიბებსა და სიღარიბეს შენივე უპოვრობაზე ფიქრითა და წარმოდგენითო
- განმარტებისათვის იმისა, რომ ყოველი ვინმეს მოძრაობა იქიდან მოდის, სადაც იმყოფება, ყოველივეს თავისი საარსებო წრიდან უყურებს. დაბურული შუშა მზეს დაბურულად, მეწამულისფერი ფორაჯებით გამოაჩენს, ხოლო, როცა შუშას თვითონ ფერი გადაუვა და გათეთრდება, ყველა სხვა შუშაზე მართლისმთქმელი და მეწინავე გახდება
- ქალის დანებება ქმრისადმი და პატიების თხოვნა თავისი ნათქვამისთვის
- განმარტება ნათქვამისა: „ქალები სძლევენ გონიერთა და ქალებსა სძლევენ უმეცარნი“
- კაცი დაჰყვა იმას, რასაც ქალი სარჩოს წადილით ემუდარებოდა და ქალის ურჩობა ჭეშმარიტების ნიშნად მიიღო
- განმარტებისათვის იმისა, რომ მოსეც და ფარაონიც არიან ღვთის წესრიგს დაქვემდებარებულნი, როგორც შხამი და მისი წამალი, ან ბნელი და ნათელი და ფარაონის ვედრება მარტოობის ჟამს, რომ ეს ღვთაებრივი წესრიგი არ დაირღვეს
- მიზეზი იმ უბედურთა ორივ სოფლისაგან გაწბილებისა, რომელთაც „წააგეს წუთისოფელიცა და ზესთასოფელიც“
- აღქმის თვალთაგან კნინად და წინააღმდეგობის გაწევის არაღირსად დანახვა სალიჰისა (მშვიდობა მასდა!) და მისი დედალი აქლემისა; როცა ჭეშმარიტება ინებებს, რომელიმე ლაშქარი გაანადგუროს, თავის მოწინააღმდეგეს თვალდათვალ მცირედ მოაჩვენებს, თუმცა ეს მოწინააღმდეგენი მათ აღემატებიან: „და მცირედ გამოგაჩენთ მათ თვალებში თქვენ, რათა აღასრულოს ალაჰმა საქმე, რომელიც იყო აღსასრულებელი“
- აზრისათვის სიტყვებისა: „ორი ზღვის ველი ხვდება ერთურთს. მათ შორის კი ზღუდეა, რომელსაც ვერ გადალახავენ“
- განმარტებისათვის იმისა, რომ რასაც წინამძღოლი იქმს, იმის გაკეთება მოწადინესათვის არ ეგების, რაც ზუსტად ისეა, რომ აქიმს ჰალვის ჭამა არ ვნებს, სნეულთათვის კი ზიანი მოაქვს, ყინვა და თოში მწიფე ყურძენს ვეღარას ავნებს, მოუსვლელ ისრიმს კი მოთუთქავს და დააზიანებს; რაც არ ნიშნავს იმას, რომ „ალაჰმა მოგიტევათ თქვენ ცოდვები, რაც უწინ იყო და რაც მერე მიაყოლეთ!“
- ბედუინისა და მისი ცოლის ამბის გაგრძელება
- ბედუინის თავგადადება თავისი გულწარმტაცის სავედრებლად და დამტკიცება, რომ ჩემს დანებებაში ეშმაკობა და გამოცდა არ არისო
- ქალისაგან თავისი ბატონ-პატრონისათვის სარჩოს მოთხოვნის წამოყენება და კაცის დათანხმება
- ბედუინის მიერ ერთი კოკა წყლის უდაბნოს შუაგულიდან ბაღდადისაკენ მართლმორწმუნეთა მბრძანებლისათვის საჩუქრად წაღება იმ განზრახვით, რომ იქაც წყლის გასაჭირიაო
- ბედუინი ქალის მიერ წვიმის წყლით სავსე კოკის ნაბადში გამოკერება და თავის დაბეჭდვა, არაბთა რწმენის შესაბამისად
- განმარტებისათვის იმისა, რომ როგორც მათხოვარს უყვარს კეთილშობილება და კეთილშობილი, ისე კეთილშობილის კეთილშობილება ეტრფის მათხოვარს. თუ მათხოვარი მოთმინებას გამოიჩენს, კეთილშობილი მივა მასთან, ხოლო თუ კეთილშობილი გამოიჩენს მოთმინებას, მათხოვარი მიადგება კარზე. მათხოვრის მოთმინება მისი სრულქმნილებაა, ხოლო კეთილშობილის მოთმინება მისი ნაკლი
- განსხვავება იმისა, ვინც მთხოვნელია ღვთისა და ღმერთს მოწყურებული, და იმისა, ვინც მთხოვნელია ღვთისა და მწყურვალია სხვისა
- ხალიფის ეჯიბთა და სასახლის კარის მკვიდრთა გამოგეგება ბედუინის პატივსაცემად და მისი საჩუქრის შეწყნარება
- განმარტებისათვის იმისა, რომ წუთისოფლის მეტრფის იგავი ჰგავს იმ კედლის მეტრფის იგავს, რომლისთვისაც მზეს ათინათი მიუფენია. ხოლო ის კი არც ირჯება გაიგოს, რომ ეს შუქი და ათინათი კედლიდან კი არა, მზის თვალიდან მოდის, მეოთხე ცის თავანზე (რომ სუფევს), ამას კი მთელი გულით ძალაუნებურად კედელი შეჰყვარებია. როცა მზის არილი მზეს შეუერთდა, კედლის მეტრფეს ხელი მოეცარა საუკუნოდ. „და თვალთმაქცობა ჩადგა მათსა და იმას შორის, რაც ეწადათ!“
- არაბთა ანდაზა: „თუ მრუშობ, თავისუფალ ქალთან იმრუშე და თუ იპარავ, მარგალიტი მოიპარე“
- ბედუინისაგან ძღვენის, ანუ წყლიანი კოკის ხალიფას პირისფარეშისათვის გადაცემა
- მენავისა და გრამატიკოსის თავგადასავალი
- ხალიფასაგან საჩუქრის შეწყნარება და ბედუინის დასაჩუქრება, მიუხედავად იმისა, რომ ის ძღვენი და კოკა სრულებითაც არ სჭირდებოდა
- ფირის ბუნებისა და მისი მორჩილებისათვის
- მოციქულის (ალაჰიმც აკურთხებს მას და გაუმარჯვებს!) ანდერძი ალის (ალაჰიმც პატივს მიაგებს მის სახელს!), რაკიღა ჭეშმარიტებასთან სიახლოვეს ყველა თავისი მორჩილების შესაბამისად ეძიებს, შენ სიახლოვე ეძიე უფლის გონიერ და გამორჩეულ ადამიანთან, რათა ყველა მათგანზე მოწინავე იყოო.
- ერთი ყაზვინელის მხარზე ლომის სახის ამოსვირინგება და მისი სინანული ნემსის ჩხვლეტის გამო
- მგლისა და მელის სანადიროდ წასვლა ლომის სამსახურად
- ლომისაგან მგლის გამოცდა და მისთვის თქმა, წინ წამოდექ და ნანადირევი გაგვიყავიო!
- ამბავი იმისა, ვინც მეგობრის კარს მიუკაკუნა. შიგნიდან ჰკითხეს, ვინ არისო და მიუგო, მე ვარო. უთხრა: რაკი შენ შენა ხარ, კარს არ გაგიღებ. მეგობართაგან არავის ვიცნობ, რომ ის მე ვიყო, გზას ბარაქა დაატანეო!
- ლომისაგან აღზრდა მგლისა, რომელმაც განაწილებაში უზრდელობა გამოიჩინა
- ნოეს (მშვიდობა მას!) მუქარა თავისი ერისადმი, ნუ მეურჩებით, რადგან ხატის საფარველი ვარ, ამ დროს კი, სინამდვილეში, ღმერთს ეურჩებით, სულმდაბალნოო!
- ხელმწიფის მიერ მცოდნე სუფიათა თავის წინ დასხმა, რათა მათი ხილვით განათებოდა თვალები
- სტუმრის მისვლა იოსებთან (მშვიდობა მასდა!) და იოსების მიერ მისთვის ძღვენისა და საჩუქრის მოთხოვნა
- იოსების სტუმრის ნათქვამი: სარკე მოგიტანე არმაღანად, რათა ყოველ ჯერზე, შიგ რომ ჩაიხედავ და შენს მშვენიერ სახეს იხილავ, მე გაგახსენდეო
- გამოცხადების ჩამწერის სჯულისაგან განდგომა იმ მიზეზით, რომ გამოცხადების სხივი დაეცა, მოციქულისაგან (ალაჰიმც აკურთხებს მას და გაუმარჯვებს!) აიები წაიკითხა და იფიქრა: მაშ, მეც გამოცხადების ალაგი ვყოფილვარო!
- ბალყამ ბაყურის ლოცვა, მოსე და მისი ხალხი ქალაქიდან რომ გააძევეს, უკან უვნებლად დააბრუნეო, და მისი ლოცვის შესმენა
- ჰარუთისა და მარუთის მიერ საკუთარ სიწმინდეზე დაყრდნობა, წუთისოფლის მკვიდრებზე მბრძანებლობის მოწადინება და ღვთის წინააღმდეგ ამბოხში ჩავარდნა
- ჰარუთისა და მარუთის ზღაპრის დასასრული, მათი შეპყრობა და დასჯა წუთისოფლითვე, ბაბილონის ჭაში
- ყრუს მისვლა სნეული მეზობლის მოსანახულებლად
- პირველი, ვინც ცხად მითითებას შედარება შეუპირისპირა, იბლისი იყო
- განმარტებისათვის იმისა, რომ შენი გზნება და შენი ტრფობა უმეცართ უნდა დაუმალო
- ზღაპარი რომაელთა და ჩინთა გაჯიბრებისა ხატვისა და ხატთა წერის მეცნიერებებში
- მოციქულის (ალაჰიმც აკურთხებს მას და გაუმარჯვებს!) შეკითხვა ზეიდს, დღეს როგორა ხარ, დილით როგორ გამოგეღვიძაო? – და მისი პასუხი: დღეს მორწმუნედ წამოვდექი, მოციქულო ალაჰისაო!
- მსახურთაგან დადანაშაულება ლუყმანისა ბატონის წინაშე, ახალი ხილი, როცა მოგვქონდა, ამან შეჭამაო!
- ზეიდის ამბის დასასრული მოციქულის (ალაჰიმც აკურთხებს მას და გაუმარჯვებს!) საპასუხოდ
- წინასწარმეტყველის (ალაჰიმც აკურთხებს მას და გაუმარჯვებს!) რჩევა ზეიდს, საიდუმლოს ამაზე გამხელილად ნუღარ იტყვი და თანამიმდევრულობა დაიცავიო!
- მიბრუნება ზეიდის ამბავთან
- ხანძრის გაჩენა ქალაქში ომარის (ალაჰიმც იქნება კმაყოფილი მისით!) ხანაში
- მტრისაგან ალისათვის (ალაჰმა პატივი მიაგოს მის ხატს!) სახეში შეფურთხება და მართლმორწმუნეთა მბრძანებლის მიერ მახვილის ხელიდან დაგდება
- იმ ურწმუნოს შეკითხვა ალის (ალაჰმა გააკეთილშობილოს მისი ხატი!): რომ გაიმარჯვე, ხელიდან მახვილი რატომღა დააგდეო?
- პასუხის მიგება მართლმორწმუნეთა მბრძანებლისა, თუ რა იყო ამ ვითარებაში მისი მახვილის ხელიდან გაგდების მიზეზი
- წინასწარმეტყველისაგან (ალაჰიმც აკურთხებს მას და გაუმარჯვებს!) ყურში თქმა მართლმორწმუნეთა მბრძანებლის ალის (ალაჰიმც გააკეთილშობილებს მის ხატს!) მეჯინიბისათვის, რომ ალის მკვლელობა შენი ხელით იქნება და გაფრთხილებო!
- ადამის (მშვიდობა მასდა!) გაკვირვება წყეული იბლისის გზააბნეულობის გამო და ხიბლში ჩავარდნა
- მიბრუნება ალის (ალაჰმა პატივი მიაგოს მის ხატს!) ამბავთან და მისგან თავისი მოსისხლესათვის პატიება
- მეჯინიბის დამხობა მართლმორწმუნეთა მბრძანებლის – ალის (ალაჰმა პატივი მიაგოს მის ხატს!) წინაშე, მომკალ, მართლმორწმუნეთა მბრძანებელო და მიხსენ ამ ავი ბედისწერისგანო!
- განმარტებისათვის იმისა, რომ მოციქულისაგან (ალაჰიმც აკურთხებს მას და გაუმარჯვებს!) მექისა და სხვა ადგილთა აღების სურვილი ამქვეყნიური ქონების სიყვარულიდან კი არ მოდიოდა, რადგან ბრძანა: „წუთისოფელი ლეშიაო“, არამედ ღვთის ბრძანებით იყო.
- მართლმორწმუნეთა მბრძანებლის, ალის (ალაჰმა პატივი მიაგოს მის ხატს!) ნათქვამი მოწინააღმდეგისათვის, როცა სახეში შემაფურთხე, ჩემი თავმოყვარეობა შეიძრა და ღვთის საქმეში გულწრფელობა აღარ შემრჩა, შენს მოკვლაშიც ხელი ამან შემიშალაო!
- სქოლიო