კალათა

დეტალურად

ჰერმან ჰესე გერმანელ-შვეიცარიელი მწერალია, რომლის შთამბეჭდავმა შემოქმედებამ მსოფლიო ლიტერატურას სამუდამოდ დაატყო კვალი. 1946 წელს მწერალს ნობელის პრემია მიენიჭა. „ჰერმან ჰესეს ზღაპრები ამ ჟანრის იმ სახეობას განეკუთვნებიან, რომელსაც, ჩვეულებრივ, ხელოვნურ ზღაპარს უწოდებენ და რომელიც ხალხური ზღაპარივით მთელი ერის სპონტანური და გაუცნობიერებელი შემოქმედების შედეგი კი არ არის, არამედ პოეტური ინდივიდუალობის ნებას ექვემდებარება. იგი, მართალია, ერთობ ხშირად გადმოიღებს ხოლმე ფოლკლორული ზღაპრის ცალკეულ ელემენტს, მოტივსა და თხრობის მანერას, მაგრამ თითქმის ყოველთვის ანადგურებს მის არსს და საბოლოოდ მაინც თვით ხელოვანის სუბიექტური ძალვისა და შემოქმედი გონის გაცნობიერებული მოქმედების პროდუქტია“.
  • ორი ძმა
  • ჯუჯა
  • აჩრდილების თამაში
  • ჰანესი
  • შეყვარებული ჭაბუკი
  • იდუმალი მთა
  • კაცი, გვარად ციგლერი
  • ქალაქი
  • დოქტორ კნიოლგეს აღსასრული
  • მშვენიერი სიზმარი
  • სამი ცაცხვი
  • ფლეიტის სიზმარი
  • პოეტი
  • ავგუსტუსი
  • სიზმარი ღმერთებზე
  • ტყისკაცი
  • უცნაური ცნობა სხვა ვარსკვლავიდან
  • ფალდუმი
  • მძიმე გზა
  • ირისი
  • სიზმართა წყება
  • თუ ომი კიდევ ორ წელიწადს გაგრძელდა
  • ევროპელი
  • დაწნული სკამის ზღაპარი
  • იმპერია
  • მხატვარი
  • წიგნის კაცი
  • გასაუბრება ღუმელთან
  • პიქტორის ფერისცვალება
  • ჯადოქრის ბავშვობა
  • სიზმრის ნაკვალევი
  • მეფე იუ
  • ჩიტი
  • ბიბლიოგრაფიული ცნობები