კალათა

დეტალურად

ქართველთა გამუსლიმება (ზეპირი გადმოცემები)

ზაქარია ჭიჭინაძე

გამომცემლობა არტანუჯი

ისტორია

„ქართველთა გამუსლიმება“ ზეპირი გადმოცემების კრებულია, რომელიც მომზადებულია ცნობილი მოღვაწის – ზაქარია ჭიჭინაძის (1853-1931) რამდენიმე წიგნისა და ძველი საგაზეთო სტატიების მიხედვით. წიგნი ამ სახით პირველად 2004 წელს გამოვეცით. ბრძოლა ქრისტიანობის შესანარჩუნებლად, მოსახლეობის იძულებითი თუ ნებაყოფლობითი გამუსლიმება, ქართული ენის შეზღუდვა და მის ნაცვლად სხვა ენების დამკვიდრება, ეროვნული თვითშეგნების დაკარგვა – ეს ის გზაა, რომლის გავლაც გასულ საუკუნეებში, პოლიტიკური მიზეზების გამო, ქართველებით დასახლებულ არაერთ ისტორიულ პროვინციას მოუწია. წიგნში ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეხვდებით ამ რთული ეთნოკონფესიური პროცესების შესახებ. პირველ გამოცემასთან შედარებით, მეორე გამოცემაში დამატებულია როგორც ქართველთა გამუსლიმებასთან დაკავშირებული ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შეკრებილი სხვა ზეპირი გადმოცემები, ისე ცნობები მეზობელ ჩრდილოკავკასიელ ხალხებში (ლეკები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები) ისლამის გავრცელების შესახებ.
  • პირველი გამოცემის წინასიტყვაობა
  • გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი მასალები ქართველთა გამუსლიმების შესახებ
  • სამცხე-ჯავახეთის გამუსლიმება
    • სამცხე საათაბაგოს, ანუ მესხეთ-ჯავახეთის გამაჰმადიანება
  • ყარსის მიდამოების გამაჰმადიანება
  • ოლთისის ქართველთ გამაჰმადიანება
  • არტაანის (არდაგანი) ქართველთ ისლამთან დაკავშირება
  • შავშეთის გამაჰმადიანება
    • შავშეთის და იმერხევის გამაჰმადიანება
    • შავშეთის გამაჰმადიანება და ტბეთის ტაძარი
    • ევფრატის და იმერხევის გამაჰმადიანება. თამარ მეფე და ევფრატის ტაძარი
    • ქართული ენის დაკარგვა შავშეთში
  • ლივანის გამაჰმადიანება
    • ართვინის (ართვანი) გამაჰმადიანება
    • ართვინის (კლარჯეთამდის) გამაჰმადიანება
    • მურღულის გამაჰმადიანება
    • დევესქელის ხეობის გამაჰმადიანება
    • ს. აგარის მაჰმადიანთ დევაძეების გვარში დარჩენილი
    • მაჭახლის გამაჰმადიანება
  • აჭარის გამაჰმადიანება
    • დანდალოს გამაჰმადიანება
    • ზედა აჭარის გამაჰმადიანება
    • სხალტის ხეობის გამაჰმადიანება
    • სხალტის ტაძარი
    • სოფ. ხულოს ეკკლესის დაქცევა
    • ჭვანის ხეობის გამაჰმადიანება
    • კახაბერის, აჭარის, შუახევის და ხულოს გამაჰმადიანება
    • ჩაქვისა და კინტრიშ-ქობულეთის გამაჰმადიანება
    • ქობულეთის გამაჰმადიანება
  • ბათუმის მუფთი ჰასან ეფენდი გვერდაძე
    • თორთომის და ლაზისტანის გათათრება
  • გურიის გამაჰმადიანება
  • ლაზისტანის გამაჰმადიანება
  • ისლამი საინგილოში
  • აფხაზეთის გათათრება
  • ისლამი ჩრდილო კავკასიაში
    • ლეკების დაკავშირება ისლამთან
    • ჩერქეზების, ქისტების და ინგუშების გათათრება
    • ოსების გამაჰმადიანება
  • დანართი
    • ჯულის თავი კაცების დარიგებები ქართველ მაჰმადიანების მიმართ
    • ქართველ მაჰმადიანთ ძველებური თქმულებანი გამაჰმადიანების შესახებ
    • ისლამის გავრცელება საქართველოში. სად როდის დაწყებულა ზეპირის ამბების და ისტორიული ცნობების დასკვნით
    • ამ მასალების შეკრების გამო