კატრინ ლოვე ფრანგულენოვანი შვეიცარიელი მწერალია. დაიბადა 1967 წელს, შვეიცარიაში, კანტონ ვალეს მთიან სოფელში. შეისწავლა საერთაშორისო ურთიერთობები და კრიმინოლოგია, მუშაობდა ჟურნალისტად ბეჭდურ პრესაში ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებზე. მისმა პირველმა რომანმა „გაოგნებული კაცი“ (2005 წ., გამომცემლობა „ზოე“) მოიპოვა „შილერ დეკუვერტის“ პრემია. მას მოჰყვა „ხუთი ცოცხალი ერთ გარდაცვლილზე“ (2008, „ზოე“), „რუსული და უცნაური რომანი“ (2010, „ზოე“) და „ბატონი და ქალბატონი რივები“ (2016, „ზოე“). რომანი „ბატონი და ქალბატონი რივები“ მწვავე ირონიით მოგვითხრობს თანამედროვე ახალგაზრდა ქალის ამბავს, რომელიც ცდილობს ჩაწვდეს როგორც საკუთარი ცხოვრების აზრს, ასევე იმას, თუ რა ხდება დღევანდელ მსოფლიოში. ავტორი ხან სატირული, ხან ფილოსოფიური კუთხით ეხება არაერთ სოციალურ საკითხს, რომლებსაც კავშირი არა აქვთ ერთმანეთთან: სამყაროს არასრულყოფილებას, მედიცინას, რელიგიას, ახალი ტიპის ადამიანებს, ტურიზმს, ოჯახს, სიბერეს და ა.შ.
- ნაწილი I
- 1. სადგურში ყველაფერი შეიძლება მოხდეს
- 2. ფაქტია, რომ ცხოვრებაში მუდამ ვერ გააკეთებ არჩევანს
- 3. საითაც გაიხედავ, იმდენი ლამაზი რამაა წაბილწული
- 4. ხელს მოაწერენ?
- 5. საოცარი დაწესებულება DWW
- 6. ტრავმატოლოგის პასუხები
- 7. წვიმაში დაწერილი წერილი
- 8. განდეგილების და ბრძენთა კეთილი ჩვევა
- 9. მეგობრებს მუდამ ისეთი ცხოვრება არა აქვთ, როგორსაც მივაწერთ
- 10. ვაიპოეტებისა და შავი ბუღალტერიის შესახებ
- 11. რამხელა მნიშვნელობა აქვს კარგი მკურნალი ექიმის ყოლას
- ნაწილი II
- 1. ისმის კითხვა, კარგია თუ არა ხმამაღლა უკითხო წიგნი გათიშულ ადამიანს
- 2. თუ მსხვერპლი ახალგაზრდა და ლამაზია და მასზე იძალადეს, ეს უკეთესია
- 3. უნდა სცადო ჭკვიანურად დაკავდე, თუნდაც როცა დღე მოკლდება
- 4. შური, აი, რით აიხსნება პრობლემები ადამიანთა ურთიერთობებში
- 5. ჩვენ თვალწინ უსახელო ბრძოლებია
- 6. იმ ქვეყანას გამგზავრება
- 7. სამგლოვიარო ცერემონიალის ხელოვნების კანონებით მართვის საჭიროების შესახებ
- 8. ვინც ჩვენგან განსხვავებულად ცხოვრობს, შეუძლია ბევრი რამ გვასწავლოს
- 9. იღბლიანი ქალები მაშინ ხვდებიან თავიანთი ცხოვრების მამაკაცს, როცა ყველაზე ნაკლებად ელიან ამას
- ნაწილი III
- 1. იოგა, საქმიანობა, რომელმაც ენდემური განზომილება მიიღო
- 2. ერთად წერა სიყვარულის ნიშანია
- 3. საუბრის გადმოცემა კარგია, მაგრამ განა ეს საკმარისია?
- 4. ტექნოლოგიის წინაშე ზოგი თაობა ნამდვილად უძლური იყო
- 5. ფრინველები მართლაც მისაბაძი მაგალითია?
- 6. ზოგჯერ საჭირო ხდება განმეორებითი ვიზიტი ექიმთან
- 7. ჯობს მოიხმარო თუ არა?
- 8. ზოგი, ვისაც ყველაფერი შეუძლია, სხვაზე უკეთ მუშაობს
- 9. არის წერილები, რომლებიც პასუხს საჭიროებენ
- 10. რა არის ბედნიერება და კარგია თუ არა ის?
- 11. დარწმუნებული არა ვარ, რომ გეოგრაფია და მეგობრობა ერთმანეთს კარგად ეწყობა
- 12. მიწისძვრა, რომელიც ქვეშ მოიყოლებს იმას, რაც ზემოთ უნდა ყოფილიყო
- ავტორის შესახებ