კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • თავი I. მატყუარა გოგონა
  • თავი II. ჭირვეული გოგონა
  • თავი III. სასაცილო გოგონა
  • თავი IV. პრაქტიკული გოგონა
  • თავი V. განსხვავებული გოგონა
  • თავი VI. მექუდე გოგონა
  • თავი VII. შეყვარებული გოგონა
  • თავი VIII. აღიარებული გოგონა
  • თავი IX. გამომგონებელი გოგონა
  • თავი X. უბედური გოგონა
  • თავი XI. გულუხვი მეცენატის თაყვანისმცემლები
  • თავი XII. სურნელი ნომერი ერთი
  • თავი XIII. დემოკრატიზაციის პროცესი
  • თავი XIV. ჰერცოგი და მადმუაზელი
  • თავი XV. ახდენილი ოცნება და მორიგი იმედგაცრუება
  • თავი XVI. აუტანელი მეგობრები და ამერიკული წარმატება
  • თავი XVII. ახალი საყვარელი და ფსკერისკენ დაშვება
  • თავი XVIII. კონკურენცია ომის თანხლებით
  • თავი XIX. დაძაბული წლები
  • თავი XX. ახალი ხედვა და ახალი მარცხი
  • თავი XXI. ნომერი პირველი მადმუაზელის ტრიუმფალური დაბრუნება
  • თავი XXII. უნიკალური მრჩეველი
  • თავი XXIII. ბოლო კადრი
  • გამოყენებული ლიტერატურა