კალათა

დეტალურად

სერიის – „ბიზნესის გენია“ – ამ ტომში მოთხრობილია დიზაინერ კოკო შანელის შესახებ. მან საზოგადოების დამოკიდებულება დიზაინერის პროფესიისადმი რადიკალურად შეცვალა. დაამკვიდრა ტანსაცმლის მოდელირების ახალი მეთოდი და ქალბატონებს ის ჩააცვა, რასაც თვითონ იხდენდა. სამოსს შეუხამა აქსესუარები: ქუდები, ჩანთები, ქამრები, ასევე სუნამო და საბოლოოდ შექმნა ბრენდი Chanel. როგორც დიზაინერი, ქმნიდა იმას, რაც თავად მოსწონდა, ხოლო როგორც მეწარმე ამ ყველაფერს წარმატებით აწვდიდა მრავალრიცხოვან მომხმარებელს. „მოდა - ეს მე ვარ...“, თქვა კოკო შანელმა და ყველამ ირწმუნა მისი. „გამომცემლობა პალიტრა L“ გთავაზობთ წიგნების სერიას – „ბიზნესის გენია“. სერიის თითოეულ წიგნში გაეცნობით მსოფლიოში ცნობილ საქმიან ადამიანებს, რომლებმაც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გადატრიალება მოახდინეს... მათ შეცვალეს შეხედულებები, ტექნოლოგიები, დანერგეს ინოვაციური პროდუქტები. თუ რა გზა განვლეს და როგორ მიაღწიეს ტრიუმფს – ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით ამ სერიის წიგნებში... შეიტყობთ მათი წარმატების საიდუმლოებას და, შესაძლოა, იგი თქვენი წარმატების საწინდარიც გახდეს.
  • მითი და სინამდვილე
    • ლეგენდის დასაწყისი
    • ობოლთა თავშესაფარში
    • როგორ გახდა გაბრიელი კოკო
  • „მოდა - ეს მე ვარ“
    • გზად პარიზისკენ
    • ახდენილი ოცნება - CHANEL MODES
    • დოვილსა და ბიარიცში
  • შანელის სტილი. მარტოსულობის ისტორია
    • კოკო შანელის ცხოვრების მამაკაცები
    • CHANEL № 5
    • დიდი ანტრაქტი
    • სხვა განზომილებაში
  • გამოყენებული ფოტომასალა