კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • რისთვის წავედი სდე ბოკერში?
  • თავი I. ქვეყნად მოვლინება
  • თავი II. თეოდორ ჰერცლი – ღვთით მოვლენილი?
  • თავი III. სამშობლოსათვის, სამშობლოსაკენ!
  • თავი IV. სიონიზმი და საქართველო
  • თავი V. მდინარის პირას რა მოხდა?
  • თავი VI. როგორ იქცა დავით გრინი დავით ბენ გურიონად
  • თავი VII. დაქორწინება ათ წუთში
  • თავი VIII. ხუთსტრიქონიანი წერილი – ახალი ერის დასაწყისი
  • თავი IX. ხაიმ ვეიცმანი
  • თავი X. დავით ბენ გურიონი და ხაიმ ვეიცმანი
  • თავი XI. მთავარია, საქმე აკეთო
  • თავი XII. სიძულვილის პირველი ტალღა
  • თავი XIII. კვლავ აჯანყება – ამჯერად, ებრაელთა?
  • თავი XIV. მოინდომა და გაიმარჯვა კიდეც
  • თავი XV. „ერთადერთი ამ თაობაში“
  • თავი XVI. იარაღშემართული სიონიზმი
  • თავი XVII. ებრაული არმიის შექმნის აუცილებლობა
  • თავი XVIII. „ელი, ელი, ლამა საბაჰთანი!“
  • თავი XIX. უინსტონ ჩერჩილი – სიონისტი?
  • თავი XX. მშველელი – ამერიკა
  • თავი XXI. სტალინი და ისრაელის სახელმწიფოებრიობა
  • თავი XXII. ყოფნა? არყოფნა
  • თავი XXIII. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი სასწაული
  • თავი XXIV. და აღდგა მტერი...
  • თავი XXV. „სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი“
  • თავი XXVI. საჭიროა კი კონსტიტუცია?
  • თავი XXVII. სირცხვილი თუ წართმეულის მოთხოვნა?
  • თავი XXVIII. ძალაუფლებას ვინ ელევა?
  • თავი XXIX. დაბრუნება
  • თავი XXX. სუეცის არხის კამპანია
  • თავი XXXI. გამარჯვების სიმწარე
  • თავი XXXII. არა ომისთვის, მშვიდობისათვის
  • თავი XXXIII. უარი, უარი, უარი
  • XXXIV. მზე არა მხოლოდ ამოდის, ჩადის კიდეც
  • ეპილოგი
  • გამოყენებული ლიტერატურა