დიდი ესპანელი მწერალი რამონ დელ ვალიე-ინკლანი (1866-1936) მოღვაწეობდა ეპოქაში, რომელიც ესპანეთის ისტორიაში მეორე “ოქროს საუკუნის” სახელწოდებით შევიდა და მსოფლიო კულტურას შესძინა ბრწყინვალე მოაზროვნეთა და მწერალთა პლეადა. ვალიე-ინკლანს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ესპანეთის ლიტერატურის ისტორიაში, მისი ლექსები, მოთხრობები, ისტორიული რომანები და პიესები მით უფრო აქტუალურია დღეს. იგი თავს აღიარებდა მოდერნისტად და მოდერნიზმი ესმოდა ინდივიდუალური სტილის “გამოვლინებად”, მაგრამ ამავე დროს მთელი სისრულით წარმოაჩინა 1898 წლის თაობის იდეოლოგია და ამ მიმდინარეობის ძირეული პრობლემა. რომანი-პამფლეტი “ტირანი ბანდერასი” კომპოზიციურად ზედმიწევნით გააზრებული და დახვეწილია. მისი ძირითადი ნიშნებია გროტესკული ფორმა, ჰიპერბოლურობა, უარყოფით პერსონაჟთა დეჰუმანიზაცია; აშკარადაა გამოხატული ნიღბების კომედიის ელემენტები; ხშირად ირღვევა სინტაქსი, ჩართულია მოულოდნელი ეპითეტები, მეტაფორები, გამოყენებულია საგანგებო ამერიკანიზმები. რომანში მოქმედება ხდება გამოგონილ ქვეყანაში – სანტაფე დელ ფირმეში (ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით აქ იგულისხმება მექსიკა პორფირიო დიასის დიქტატურის პერიოდში. მწერალი რამდენჯერმე იყო ამ ქვეყანაში და თითქმის ერთი წელი დაჰყო სწორედ დიასის დიქტატურის დროს), მაგრამ მხატვრული და ისტორიული უტყუარობით ნაწარმოები ისეთ მასშტაბებს იძენს, რომ ირღვევა პოლიტიკურ-გეოგრაფიული საზღვრები, იკვეთება კონკრეტული კონტურები და წარმოგვიდგება რეალური ქვეყანა და რეალური სახეები – ევროპისა თუ აზიის ყველა დიქტატორი ერთად, რომლებიც თავიანთი დიქტატორული უფლებების განხორციელების ვარიაციებისა და მეთოდების მიუხედავად, საოცრად ჰგვანან ერთმანეთს. წიგნს დიდი რეზონანსი ჰქონდა და დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას.
- პროლოგი
- ნაწილი პირველი. ტროპიკული სიმფონია
- წიგნი პირველი. ტირანის სახე
- წიგნი მეორე. ესპანეთის დესპანი
- წიგნი მესამე. ბაყაყობანა
- ნაწილი მეორე. მღელვარება და შფოთი
- წიგნი პირველი. იბერიული თვლები
- წიგნი მეორე. ჰარისის ცირკი
- წიგნი მესამე. მელიის ყური
- ნაწილი მესამე. ღამის ღრეობა
- წიგნი პირველი. მწვანე ოთახი
- წიგნი მეორე. სულთა მოსახსენიებელი კანდელები
- წიგნი მესამე. დრამატული გინიოლი
- ნაწილი მეოთხე.ჯადოსნური ავგაროზი
- წიგნი პირველი. გაქცევა
- წიგნი მეორე. ბეჭედი
- წიგნი მესამე. პოლკოვნიკი
- წიგნი მეოთხე. პატივსაცემი გაჩუპინი
- წიგნი მეხუთე. რანჩერო
- წიგნი მეექვსე. ქამანდი
- წიგნი მეშვიდე. შავი მაგია
- ნაწილი მეხუთე. სანტა მონიკა
- წიგნი პირველი. ციხის საკანი
- წიგნი მეორე. ნომერი სამი
- წიგნი მესამე. სატუსაღოს ჰანგები
- ნაწილი მეექვსე. თაფლისკვერები და სამსალა
- წიგნი პირველი. ლოიოლას ქადაგებანი
- წიგნი მეორე. ადამიანთა სისუსტენი
- წიგნი მესამე. ნოტა
- ნაწილი მეშვიდე. მწვანე ნიღაბი
- წიგნი პირველი. ტირანის გასართობი
- წიგნი მეორე. კლუბის ტერასა
- წიგნი მესამე. მასხარათა ფერხული
- ეპილოგი
- გოიას „კაპრიჩოსი“ და ვალიე-ინკლანის „ესპერპენტო“
- სქოლიო