კალათა

დეტალურად

ულისი ათი წლის გოგონაა. რაც თავი ახსოვს, დედასთან ერთად მწვანე სახლში ცხოვრობს, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება: მათ ოჯახში პატარა, საყვარელი ძამიკო იანი ჩნდება და იანთან ერთად მისი მამიკოც – სისუფთავისა და წესრიგის მოყვარული აინარი, რომელიც გოგონას პატარა ბავშვივით ექცევა. ამას ისიც ემატება, რომ იანისა და აინარის გამო დედას თითქმის აღარ ახსოვს ულისის არსებობა. საბედნიეროდ, ულისს საუკეთესო მეგობარი ჰყავს – გრუ, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობს. გრუ მთელ სკოლაში ყველაზე ყოჩაღი გოგოა და ძალიან კეთილი გული აქვს. ის და ულისი ერთმანეთს არაფერს უმალავენ, თუმცა არსებობს ისეთი საიდუმლოც, საუკეთესო მეგობარსაც რომ ვერ გაანდობ... ერთხელაც ულისი და გრუ ტყეში სეირნობისას წერილებით სავსე ყვითელ საფოსტო ყუთს იპოვიან. ერთ-ერთი წერილი ულისის სახელზეა და სწორედ მასში იმალება საიდუმლო, რომელსაც თქვენც შეიტყობთ, როცა ამ წიგნს წაიკითხავთ.
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27