კალათა

დეტალურად

მთვარეზე მომხდარი მკვლელობის საიდუმლო ამ იუმორისტულ და დაძაბულობებით აღსავსე კოსმოსურ თავგადასავალს The New York Times Book Review-ის სიტყვებით, „აღმაფრთოვანებელ და ბრწყინვალე თრილერად“ აქცევს. მთვარის ბაზა „ალფაზე“ მცხოვრები 12 წლის დეშილ გიბსონი მთელ მსოფლიოშია ცნობილი, როგორც ერთ-ერთი პირველი ბინადარი მთვარეზე. დეშილი ლამის ჭკუიდან გადავიდეს, რადგან ბავშვებს მთვარის ზედაპირზე გასვლა ეკრძალებათ. ისინი ბაზაზე, პატარა ფართობზე არიან გამოკეტილნი და გასართობი ბევრი არაფერი აქვთ. დეშს მხოლოდ ერთი თანატოლი ჰყავს და ისიც მთელ თავის დროს ვირტუალურ სამყაროში და კომპიუტერულ თამაშებში ატარებს. და უცებ მთვარის ბაზა „ალფას“ მთავარ მეცნიერს მკვდარს პოულობენ. დეშს ეჭვები უჩნდება, მაგრამ მისი არავის სჯერა. ყველა თანხმდება, რომ დოქტორი ჰოლცი მთვარის ზედაპირზე აი, ასე, უბრალოდ, მუზარადის სათანადოდ მორგების გარეშე გავიდა. მაგრამ დეშმა იცის, რომ დოქტორი ჰოლცი მნიშვნელოვანი აღმოჩენის მიჯნაზე იდგა და რომ ამ საიდუმლომ, შეიძლება, ყველაფერი შეცვალოს...
  • რას ფიქრობს Liberkids ამ წიგნზე
  • სტიუარტ გიბსი – „კოსმოსური საქმე“. მსოფლიო გამოხმაურება
  • სამადლობელი
  • მთვარის ბაზა „ალფას“ მობინადრეთა მონაცემების ბაზა
  • გაფუჭებული კანალიზაცია
  • წითელი განგაში
  • სისხლისმსმელი ლაბა
  • შენიღბული საფრთხეები
  • ახალწვეულები
  • საიდუმლო მისია
  • კოსმოსური ხულიგნები
  • მოულოდნელი დახმარება
  • ახალი საკვები
  • უკანასკნელი სიტყვები
  • კოსმოსური სიგიჟე
  • ისტორიამდელი მოტივაცია
  • სავარაუდო ეჭვმიტანილები
  • ფსიქიატრიული სეანსი
  • შესაძლებელი შეუძლებელი
  • დაუდევრობა
  • მთვარის ზედაპირი
  • ცუდი რობოტი
  • განადგურებული სამხილი
  • ირაციონალური შიში
  • დაუჯერებელი აღმოჩენა
  • ავტორის შესახებ
  • სქოლიო