კალათა

დეტალურად

მითები, სიზმრები და მისტერიები

მირჩა ელიადე

გამომცემლობა ალეფი

მთარგმნელი მზია გომელაური

ფილოსოფია, რელიგია

თარგმანი ფრანგულიდან

მირჩა ელიადე – სახელგანთქმული რუმინელი რელიგიათმცოდნე, მითოლოგი, ეთნოლოგი და მწერალია, რომლის ნაშრომებმაც ფუნდამენტური გავლენა მოახდინეს მთელ მის შემდგომ მითორელიგიურ ინტერპრეტაციებსა და ზოგადად, ამ დარგის მეცნიერულ აზროვნებაზე. ელიადეს კონცეფციები მუდმივად მოგზაურობენ მისი ერთი წიგნიდან მეორეში და ეს თავად რელიგიისა და მითოლოგიის იმ არქეტიპული სტრუქტურების სისტემური მთლიანობით არის განპირობებული, რომელიც ელიადემ ერთი უმთავრესი რელიგიური პარადიგმიდან – ჰიეროფანიებიდან და საერთოსაკაცობრიო რელიგიური გამოცდილებიდან გამოიყვანა, რომელსაც „საწყისთან დაბრუნება”, „შესაქმის დროში შესვლა” უწოდა. „მითები, სიზმრები, მისტერიები” – ელიადეს გამორჩეული წიგნია, უპირველესად იმ არაჩვეულებრივი მიზნის გამო, რომელიც ავტორმა ამ წიგნს დაუსახა – ეჩვენებინა მსგავსება და განსხვავება აზროვნების ორ ტიპს – ტრადიციულსა და თანამედროვეს შორის. ამ მიზანსვე ემსახურება წიგნში თანამედროვე სამყაროს მითების შესწავლაც, რითაც ჟორჟ სორელისა და ერნსტ კასირერის დაწყებული სოციალური და პოლიტიკური ახალი მითოლოგიების კვლევა, ელიადემ, სრულიად სხვა, დაკარგული სულიერების კვლავ აღმოჩენისა და ეგზისტენციური კრიზისების დაძლევის მოდუსში გადაიტანა. ამ აზრით, ამ წიგნს ერთგვარი „გამოყენებითი” ღირებულებაც გააჩნია, – თანამედროვე ევროპულ სამყაროს, რომელმაც, ელიადეს დაკვირვებით, „ზღურბლური” ინიციაციის რიტუალი შუა ფაზაში შეწყვიტა, უძველესი მითორელიგიური გამოცდილებიდან გააცნობიერებინოს სულიერი მშფოთვარების ნამდვილი მიზეზები და ისევ და ისევ, მითორელიგიური გამოცდილებიდან აუხსნას, თუ რატომ არის აუცილებელი თანამედროვე ადამიანისთვის მითების ცოდნა. (ხათუნა თავდგირიძე)
  • შესავალი
  • I. თანამედროვე სამყაროს მითები
  • II. კეთილშობილი ველურის მითი ანუ საწყისის პრესტიჟის შესახებ
    • კანიბალის საზრუნავი
    • კეთილშობილი ველური, იოგი და ფსიქოანალიტიკოსი
  • III. რელიგიური სიმბოლიზმი და წუხილი
  • IV. სამოთხისადმი ნოსტალგია პრიმიტიულ ტრადიციებში
  • V. შეგრძნებითი და მისტიკური გამოცდილება პრიმიტიულ ადამიანებში
    • შესავალი
    • ავადმყოფობა და ინიციაცია
    • „არჩევანის” მორფოლოგია
    • ნათება და შინაგანი ხედვა
    • სენსორული რეჟიმის ცვლილება
    • ექსტრასენსორული პერცეფცია და პარანორმალური შესაძლებლობები
    • „მაგიური სიმხურვალე” და „ცეცხლზე ბატონობა”
    • გრძნობები, ექსტაზი და სამოთხე
  • VI. ზეცაში ასვლის სიმბოლიზმი და „ფხიზელი სიზმრები”
    • მაგიური ფრენა
    • ბუდას შვიდი ნაბიჯი
    • Durohana და „ფხიზელი სიზმარი”
  • VII. ძალა და საკრალურობა რელიგიების ისტორიაში
    • ჰიეროფანიები
    • მანა და კრატოფანიები
    • „პერსონალური” და „იმპერსონალური”
    • რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება
    • უზენაესი არსების ბედისწერა
    • „ძლიერი ღმერთები”
    • „ძალის” ინდური რელიგიები
    • „მაგიური სიმხურვალე”
    • „ძალები და ისტორია”
  • VIII. მშობელი-მიწა და კოსმიური ჰიეროგამიები
    • Terra Genetrix
    • მითები წარმოშობის შესახებ
    • მოგონებები და ნოსტალგია
    • „MUTTER ERDE”
    • Homo posito: ახალშობილის მიწაზე დასმა
    • მიწისქვეშა წიაღი: „ემბრიონები’’
    • ლაბირინთები
    • ანდროგინია და მთლიანობა
    • ისტორიულ – კულტურული ჰიპოთეზა
    • „თავდაპირველი მდგომარეობა”
    • იძანაგი და იძანამი
    • სექსუალობა, სიკვდილი, შესაქმე
    • შესაქმე და მსხვერპლშეწირვა
    • მშობელი-მიწის რიტუალები
    • ადამიანების მსხვერპლშეწირვები
  • IX. მისტერიები და სულიერი რეგენერაცია
    • კოსმოლოგია და ავსტრალიური მითოლოგია
    • კარაჯერიების ინიციაცია
    • მისტერია და ინიციაცია
    • „მამაკაცთა საზოგადოებები” და საიდუმლო საზოგადოებები
    • ტანჯვის ინიციაციური მნიშვნელობა
    • „ქალის მისტერიები”
    • ქალთა საიდუმლო საზოგადოებები
    • ურჩხულის მიერ შთანთქმა
    • ინიციაციური სიკვდილის სიმბოლიზმი
  • სქოლიო